კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ - FIDH-ისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა

9 ოქტომბერი, 2012

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) და საქართველოში მისმა წევრმა ორგანიზაციამ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRIDC) საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ წერილი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოაქვეყნეს. ამ დღემდე მხოლოდ ორი კვირით ადრე გავრცელდა საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრები, რამაც ადამიანის უფლებები კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეში მოაქცია და მოჰყვა მძლავრი საპროტესტო აქციები.

2012 წელი შესაძლოა, საქართველოსთვის გადამწყვეტი წელი იყოს. ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რამაც შეიძლება ახალ სამოქალაქო გამოწვევამდე მიიყვანოს ქვეყანა. 2012 წლის არჩევნები უფრო მნიშვნელოვნად ითვლება, ვიდრე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ვინაიდან ახალი კონსტიტუციით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება. ამდენად, საქართველოს ახალ მეთაურს მოუწევს ძლიერ პარლამენტთან თანამშრომლობა.

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2011 წლის ოქტომბერში, ახალი ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ უპრეცედენტო ფინანსური მხარდაჭერით გამოჩნდა პოლიტიკურ სცენაზე. კოალიციის ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში უმდიდრესი ადამიანია. ამ კოალიციას რამდენიმე წამყვანი ოპოზიციური პარტია შეუერთდა და პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში რეალური საარჩევნო ალტერნატივა გამოუჩნდა მმართველ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. თუმცა, მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა ოპოზიციური პარტია, ამ პარტიაზე ზეწოლა გაძლიერდა და საქართველოში გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ისედაც შეზღუდული იყო, კიდევ უფრო დრამატულად შეიზღუდა.

საარჩევნო თემასთან დაკავშირებული უფლებადარღვევის ფაქტების აღრიცხვა ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბრიდან დაიწყო. ის მოიცავდა პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, დევნას და მუქარას, წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას, ბიზნესსა და კერძო მესაკუთრეებზე ზეწოლას. ხელისუფლებამ ასევე მიიღო ახალი საკანონმდებლო ცვლილებები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ, რომელიც მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და შესაძლებელს ხდის პოტენციურად შერჩევით მიდგომას პოლიტიკური ძალების მიმართ, რომელიც ხელისუფლების ოპოზიციაში არიან.

თავის შუალედურ ანგარიშში, რომელიც მოიცავდა 2012 წელის 22 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდს, ეუთოს არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ ხაზი გაუსვა „ქართული ოცნების“ უნდობლობას საარჩევნო პროცესებისადმი. საქართველოში პოლიტიკური გარემო აშკარად პოლარიზებულია და საარჩევნო პროცესი ხშირად წარიმართება რადიკალური კონფრონტაციის ფონზე. ვიდრე სახელისუფლებო უწყებები იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსებს პოლიტიკური ოპოზიციის დესტაბილიზაციისათვის და არღვევდნენ მოქალაქეთა უფლებებს, მათ სხვა უფრო სერიოზულ პრობლემებს ვერ მიხედეს, როგორიცაა საქართველოს ციხეებში პატიმრების მიმართ მოპყრობა და 246 000 დევნილის მდგომარეობა, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან ადეკვატური საცხოვრებელი პრობლემების მოგვარებას. როდესაც შეუძლებელი ხდება ამ კრახის იგნორირება, რაც გამოიხატა ქართულ ციხეებში არსებული წამების ფაქტების გავრცელებით, ხელისუფლების პასუხი მიმართული იყო იმისკენ, რომ მინიმალური გაეხადა ამ დარღვევების დრამატული და სისტემური ხასიათი - რაზეც წლების განმავლობაში საუბრობდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები.

რეკომენდაციები

FIDH და ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოში არსებული უფლებადარღვევის სერიოზული ფაქტების გამო. ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა უზრუნველყოს მოქალაქეთა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა და შექმნას უსაფრთხო და თავისუფალი კლიმატი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის. FIDH და HRIDC მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას:

- უზრუნველყოს შესაბამისი ორგანოების მიერ სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება, სადაც არსებობს გონივრული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ წამების ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩადენილია პოლიციის რომელიმე საფეხურზე ან პენიტენციალურ დაწესებულებაში, რაც ეწინააღმდეგება გაეროს კონვენციას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ;

- გადადგას ეფექტური ნაბიჯები უკანონო პატიმრობისა და დაკავებულთა მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენების აღსაკვეთად;

- გააუმჯობესოს ციხეებსა და დაკავების იზოლატორებში არსებული მდგომარეობა და განიხილოს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტების ხელშეწყობა ციხეებსა და საპატიმროებში, როგორც ეს რეკომენდებულია ევროპარლამენტის მიერ 2011 წლის ნოემბერში. ციხეში არსებული მდგომარეობის გამოსწორება მოითხოვს სახელმწიფოსგან, უზრუნველყოს პატიმართა უფლებების სრული რეალიზაცია ყველა სახის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, რაც გულისხმობს მოკლევადიან ვიზიტებს, მათ შორის - პირდაპირ კონტაქტს ახლობელ ადამიანებს; ცვლილებები შეიტანოს „პატიმრობის შესახებ კანონში“, რათა გარანტირებული იყოს 4 კვადრატული მეტრის ფართობი თითოეული პატიმრისათვის; უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება და ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებისთვის ადეკვატური მკურნალობისათვის გარემოს შექმნა;

- გადაიხედოს სისხლის სამართლის სისტემა და ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და ცვლილებები შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში, რათა შეიცვალოს არსებული სასჯელის შეკრებადობის პრინციპი სასჯელის შთანთქმის პრინციპით;

- იმოქმედოს ადამიანის უფლებათა რეგიონალური და საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით, რომლებსაც საქართველო შეუერთდა სისხლის სამართლის პოლიტიკის შექმნის პროცესში;


- დაუყოვნებლივ გაათავისფულოს ყველა პოლიტპატიმარი;

- აღკვეთოს საჯარო ხელისუფლების მიერ, მათ შორის სამართალდამცველთა მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება, სამართალდამცველთა მიერ ძალისა და იარაღის გამოყენების გაეროს საბაზისო პრინციპების შესაბამისად;

- უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩართულობა ყველა გარემოში;

- გადადგას ეფექტური ნაბიჯები, რათა უზრუნვეყოს დამოუკიდებელი მედიის თავისუფლება, გაგრძელდეს must carry და must offer პრინციპები არჩევნების დღეს და მომდევნო პერიოდშიც;

- შეწყდეს ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „გლობალ TV“-ზე ზეწოლა;

- გადაიხედოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (ყოფილი კონტროლის პალატის) უპრეცენდტო ძალაუფლება;

- უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესატყვისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონთან დაკავშირებით.
 
მიმართვა სრული სახით

ორიგინალი

ახალი ამბები