კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ყოფილი მფლობელები ბიზნესის დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებენ

12 ოქტომბერი, 2012

თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ყოფილი მფლობელები ქონებისა და ბიზნესის დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარე ავთანდილ საყვარელიძემ და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა მირიან დეკანოიძემ აცნობეს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მიტაცება კეზერაშვილმა, ბეჟუაშვილმა და ეზუგბაიამ მოახდინეს.

„2008 წლის სექტემბერში, აგვისტოს ომიდან ერთ თვეში, კეზერაშვილმა, ბეჟუაშვილმა, ეზუგბაიამ, ვაიბიზნესმენ წილოსანის ინიცირებით (რომელიც, როგორც თვითონ ეძახდნენ, მათიანი იყო), მოახდინეს თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მიტაცება მათთვის ჩვეული მასკი-შოუებისა და ძალადობის მთელი კასკადის გამოყენებით. შუაღამისას, მათივე მონა ნოტარიუსის, ზოიძის მეშვეობით გააფორმეს აქციების ყიდვა-გაყიდვა. ამ პროცედურას კურირებდა ფინანსური პოლიციის უფროსი ქარსელაძე და მისი ოცამდე შეიარაღებული ნიღბიანი ჯალათი“, - აცხადებენ საყვარელიძე და დეკანოიძე.

განცხადების თანახმად, ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული ქმედების შემდეგ ისინი იძულებულნი გახდნენ ემიგრაციაში წასულიყვნენ.

„მე, მირიან დეკანოიძე ვიმყოფები ოჯახით ამერიკაში, მიღებული მაქვს პოლიტიკური თავშესაფარი და ავთანდილ საყვარელიძე (მისჯილი მაქვს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეთითხნილი ბრალდებით და დაყადაღებულია მთელი ჩემი ქონება საქართველოში) ამჟამად ვცხოვრობ ავსტრიაში, გამაჩნია პოლიტიკური თავშესაფარი. ქარხნის ყოფილი მფლობელები ვაპირებთ უკომპრომისო სამართლებლივ ბრძოლას კუთვნილი ქონებისა და ბიზნესის დასაბრუნებლად, რისთვისაც გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ უამრავ დოკუმენტურ, აუდიო და ვიდეო მასალას, რომლებიც ზემოთ ჩამოვლილი ჩინოვნიკების დანაშაულს ამტკიცებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნოტარიუსმა ოთარ ზოიძემ თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ყოფილი მფლობელების საპახუსო განცხადება გაავრცელა.

„ამ განცხადებით მათ ბრალი დამდეს ძალადობაში და ხელყვეს ჩემი პატივი და ღირსება. ვინაიდან არც ერთი მათგანი არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ იურიდიულად არ იყო ჩემთან დამოწმებული გარიგებების მონაწილე (აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი მესაკუთრე), კანონის შესაბამისად, უფლება არა მაქვს, ვისაუბრო გარიგებებთან დაკავშირებულ გარემოებებზე. ამასთანავე, ვაცხადებ, რომ დეკანოიძისა და საყვარელიძის განცხადება ჩემ მიმართ არის აბსოლუტურად ცილისმწამებლური, ჩემი საქმიანი რეპუტაციის, აგრეთვე ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი. ამის გამო მათგან მოვითხოვ საჯაროდ ბოდიშის მოხდას. თუ ბოდიშს არ მოიხდიან, ჩემი უფლებების დასაცავად მივმართავ სასამართლოს“, - აღნიშნავს ოთარ ზოიძე განხაცდებაში, რომელიც „ინტერპრესნიუსს“ ნოტარიუსთა პალატიდან მოაწოდეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები