კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხონში „ნაციონალებმა“ კოორდინატორები უხელფასოდ დატოვეს

15 ოქტომბერი, 2012

ხონში „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებს დაპირებული ხელფასები არ გადაუხადეს. პარტიის რაიონულმა ხელმძღვანელობამ, რაიონის მასშტაბით, წინასაარჩევნოდ, ყველა სოფელში ქუჩების მიხედვით თითო-თითო კოორდინატორი შეარჩია, რომელსაც პარტიის და მაჟორიტარი კანდიდატის აგიტაცია ევალებოდა.

კოორდინატორებს დაავალეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხონის მაჯორიტარი კანდიდატთან შეხვედრების ორგანიზებაც, რომელიც დღეში რამდენიმე ადგილზე იმართებოდა. კოორდინატორებს თავიანთი ქუჩის მაცხოვრებლები დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრაზე უნდა მოეყვანათ. ამ საქმიანობის შესრულებისთვის კი მათ ერთჯერადად 200 ლარს დაპირდნენ. პარალელურად მუშაობდნენ მიკროკოორდინატორებიც, რომლებსაც 100 ლარი ასევე ერთჯერადად უნდა მიეღოთ.

დაპირებისამებრ, მათ კუთვნილი ხელფასი არჩევნებამდე უნდა მიეღოთ. თუმცა, არჩევნების დამთავრებიდან დღემდე ისინი გაწეული სამუშაოს ანაზღაურებას ამაოდ ელოდებიან.

მარი ტაბიძე, ხონი

ახალი ამბები