კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქიბარ ხალვაშის სახელთან დაკავშირებული კომპანიები ქონების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ

18 ოქტომბერი, 2012
 
ქიბარ ხალვაშის სახელთან დაკავშირებული კომპანიები - „არტი“, „პრიზა“, „ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი“ და „ლივო გრუპი“ ქონების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხალვაშის წარმომადგენლებმა აცნობეს, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც საკანონმდებლო ბაზა შემუშავდება, რომელიც უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

„ქიბარ ხალვაშის სახელთან დაკავიშრებული კომპანიები - „არტი“, „პრიზა“, „ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი“, „ლივო გრუპი“ განაგრძობენ ბრძოლას სამართლებრივი გზებით. ამ ეტაპზე ამ კომპანიების განცხადებები იხილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. თუმცა, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. არ არის, ასევე, დასრულებული სისხლის სამართლის საქმეები ქიბარ ხალვაშისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ 2007 წელს აღიძრა. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა შექმნა ახალი რეალობა, რომელშიც შესაძლებელი იქნება, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, გადაიხედოს პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო გადაწყვეტლებები, რომლებიც მიღებულია საქართველოს სასამართლოების მიერ და რომელთა საფუძველზეც წარმატებულ კომპანიებს სრულად ჩამოერთვათ ქონება და აღარ მიეცათ ბიზნეს-საქმიანობის გაგრძელების საშუალება. ახლადარჩეული პარლამენტის უმრავლესობის ლიდერთა განცხადებით, უახლოეს მომავალში შემუშავდება საკანონმდებლო ბაზა, რაც უზრუნველყოფს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული კომპანიები, პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონების მიღებისთანავე, მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვენ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას“, - აცხადებენ ხალვაშის წარმომადგენლები.

ქიბარ ხალვაშისა და მისი პარტნიორების კომპანებმა ამ ეტაპზე წერილობით მიმართეს იმ საწარმოებს და სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელთაც გადაეცათ ზემოაღნიშნული კომპანიების ქონება, იმ მიზნით, რომ მათ ხელი შეუწყონ სამართლიანობის აღდგენას. 

ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მიმართვა ქიბარ ხალვაშისა და მისი პარტნიორების, აგრეთვე მათი კომპანების წინააღმდეგ კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული ქმედებების დეტალური აღწერით და დასაბუთებით.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები