კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალები“ ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობას ტოვებენ

23 ოქტომბერი, 2012

„მე დღეს დავტოვე „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ვფიქრობ,  იქ დარჩენაზე უფრო მნიშვნელოვანი ახალი ფრაქციის შექმნაა. ვახცადებ, რომ საკრებულოში ყოველთვის ვგრძნობდი კომუნიკაციის პრობლემას, რაც თავისთავად უამრავ პრობლემას ქმნიდა. ამიტომაც, რასაც ახალი ფრაქცია გააკეთებს, იქნება მეტი კომუნიკაცია ოპონენტებთან, კოლეგებთან, საზოგადოებასთან. ამ გადაწყვეტილების  მიღება იმ რთულმა პოლიტიკურმა პერიოდმაც განაპირობა, რომელიც წინ გველოდება“, - აღნიშნული განცხადებით ქუთაისის საკრებულოს წევრმა კახა ნურალიძემ, რომელიც დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელია,   19 ოქტომბერს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

ნურალიძე ქუთაისის ადგილობრივი სათათბიროს ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუერთდა, რომლებმაც ახალი ფრაქცია - „ქუთაისი“ ჩამოაყალიბეს. ამავე ფრაქციაში ასევე გადავიდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძეც, რომელმაც 1 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე (ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, რომელსაც თეატრში სეზონის გახსნის ჩაშლა მოჰყვა) საკრებულოს დატოვების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით კი, გადაწყვეტილება შეცვალა და საკრებულოს ახლადშექმნილ ფრაქციაში გადავიდა. 

„მე ვრჩები საკრებულოში, როგორც უპარტიო, დამოუკიდებელი წევრი. ვრჩები იმ ხალხთან ერთად, რომელთა აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია და რომელთა აზრსაც ვიზიარებ“,  - განმარტა სიხარულიძემ.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, „მემარჯვენე“ მამუკა მღვდელაძის განცხადებით კი უმრავლესობის რიგებიდან ძალიან ბევრ დეპუტატს სურს ფრაქცია „ქუთაისში“ გადასვლა. ამიტომაც, ამ ფრაქციაში მალე „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებსაც  ვიხილავთ. „ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ხალხს  შიშის  განცდა აღარ აქვთ“, - დასძენს მღვდელაძე.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები