კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამების შემდეგ პატიმარი გაუნძრევლად წევს და ხანდახან ყვირის: „მომშორდით! თავი დამანებეთ! არ დამარტყათ!“

24 ოქტომბერი, 2012

ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთელ კოტე გიგაშვილს 2009 წელს 3 წელი და რვა თვე მიუსაჯეს. იგო სასჯელს ქურდობის ბრალდებით იხდის. 2012 წლის 22 სექტემბერს, პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, ციხის ადმინისტრაციიდან ოჯახს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მათი შვილი თავისუფალი იყო.

„სამი წლის წინ დაიჭირეს ჩემი შვილი ქურდობისთვის. არადა, არ იყო დამნაშავე. მეზობელთან იყო გადასული, ვენახის გასხვლაში ეხმარებოდა. ამასობაში მისთვის ქალიშვილს მიუკითხავს, რომელიც აქვე ახლოსაა გათხოვილი. სწორედ ამ დროს დაკარგულა ბეჭედი. ჩემმა ბიჭმა, ჩემს ქალიშვილს არ დაბრალდესო და პოლიციაში განაცხადა - ის ბეჭედი მე მოვიპარეო. სამი წელი მიუსაჯეს“, – გვიყვება ყოფილი პატიმრის დედა.

მისივე თქმით, კოტე გიგაშვილი სასჯელს გეგუთის ციხეში იხდიდა. „პატიმრობის ვადა ეწურებოდა. უკვე ველოდი მის დაბრუნებას. ამ დროს პოლიციიდან მოვიდნენ და გვითხრეს - საავადმყოფოშია თქვენი შვილი და მიაკითხეთო. ჩემი შვილიშვილი და ოჯახის ახლობლები წავიდნენ მის ჩამოსაყვანად. იქ უთხრეს - სიარული არ შეუძლია და თუ გინდათ, „ურნაში“ ჩააგდეთ და ისე წაიყვანეთო“.

პატიმრის ახლობლები იძულებულები გახდნენ, ტაქსი დაექირავებინათ და კოტე გიგაშვილი საავადმყოფოდან საკაცეზე დაწოლილი გამოეყვანათ.

„როგორც ჩანს, ვიღაცამ მაგრად გალახა. ცუდად რომ გახდა, თბილისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვენ არაფერი ვიცოდით. ახლობლები რომ გავუშვი, მე სახლში ველოდი. საჭმელები გავამზადე. რა ვიცოდი, ასეთ დღეში თუ მოიყვანდნენ?!“ – იხსენებს პატიმრის დედა.

40 წლის კოტე გიგაშვილი ოც დღეზე მეტია  საწოლზე გაუნძრევლად წევს. სავარაუდოდ, თავში მიყენებული ტრავმის გამო, იგი დღემდე ვერ ამყარებს კონტაქტს ადამიანებთან, უჭირს საუბარი. ხშირად წამოიყვირებს სიტყვებს: „მომშორდით! თავი დამანებეთ! არ დამარტყათ!“

დედა ამბობს, რომ შვილი ხშირად ახსენებს ვინმე ჩხეტიას, რომელიც გეგუთის ციხის ზედამხედველი ყოფილა. რაც შეეხება ექსპერტს, ოჯახმა ის ვერ მოიწვია უსახსრობის გამო და ავადმყოფობის შესახებ არც სათანადო დასკვნა აქვს.

„არჩევნებამდე ორი დღით ადრე ლანჩხუთის გამგეობამ ჩაგვირიცხა 500 ლარი. ჩვენს საავადმყოფოში 5 დღე გვეწვა და გადასხმებს უკეთებდნენ. მერე უკვე სახლში გამოგვიშვეს. მას შემდეგ არავის უნახავს ჩემი შვილი. თავზე უნდა ტომოგრაფიის გადაღება, მაგრამ მე ფული არა მაქვს და როგორ გადავუღო?!“ – ამბობს ჟუჟუნა ჩხაიძე.

გიგაშვილების ოჯახი უმძიმეს დღეშია. სოციალურად დაუცველი ჟუჟუნა ჩხაიძე სოციალური დახმარების გარდა პენსიას იღებს. აქამდე გაზეთებსაც ყიდდა, მაგრამ ახლა შვილს მარტო ვერ ტოვებს.

დიაგნოზის დასმის გარდა კოტე გიგაშვილს სასწრაფო მკურნალობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, პროკურატურამ აღძრას საქმე პატიმრის წამების ფაქტზე, ობიექტურად წარმართოს გამოძიება და დასაჯოს დამნაშავეები.

ახალი ამბები