სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება და რიგ სავაჭრო ობიექტებსა და დაწესებულბებთან მისი გაყიდვა ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება ხდება.
ამ მიმართულებით ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივით ცვლილებები „ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის თანახმად, იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც ბავშვთა ტანსაცმლის და სათამაშოების რეალიზაცია ხდება, სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია პირის 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ასეთი ტიპის პროდუქციის რეალიზაცია იკრძალება სკოლებსა და 18 წლამდე ასაკის პირთათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში, ასევე მათ კუთვნილ ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით და იწვევს 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. სექსუალური ხასიათის პროდუქციის 18 წლამდე ასაკის პირისთვის მიყიდვა კი, 100 ლარიანი ჯარიმით დასჯადი ქმედება ხდება.
ცნობისთვის, ანალოგიური შეზღუდვები და სანქციები აქამდე მხოლოდ თამბაქოს პროდუქციაზე ვრცელდებოდა, სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით კი, არანაირი რეგულაცია არ არსებობდა.
ინტერპრესნიუსი