კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ–ის საელჩო მიესალმა გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის კანდიდატურაზე შეთანხმებას

6 დეკემბერი, 2012

აშშ–ის საელჩომ თბილისში „იმედის მომცემი“ უწოდა იმას, რომ „შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე“ მთავრობამ და პრეზიდენტმა შეძლეს „შეთანხმება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის საკითხზე“.

„საქართველოს სტაბილურობა და კეთილდღეობა დამოკიდებულია ორივე მხარის უნარზე, იპოვოს კომპრომისი ეროვნული ინტერესებისათვის. ბრიუსელში, ნატოს საგარეო მინისტრთა შეხვედრის პარალელურად მიღწეული ეს შეთანხმება იმედს გვაძლევს“, – განაცხადა საელჩომ.

პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე 4 დეკემბერს წარადგინა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კანდიდატურა ირაკლი ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის კონსულტაციების შედეგად შეირჩა.

გაერთიანებული შტაბის მეთაურის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილ უფროსს, 32 წლის ბრიგადის გენერალს, გიორგი კალანდაძეს სისხლის სამართლის საქმეზე მის წინააღმდეგ მიმდინარე  გამოძიების გამო სასამართლომ თანამდებობრივი უფლებამოსილება დაახლოებით ერთი თვის წინ შეუჩერა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკი ძნელაძე, რომელსაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს, ბოლოს საქართველოს თავდაცვის ატაშე იყო უკრაინაში, მანამდე კი სხვადასხვა პერიოდში ის მსახურობდა J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტსა და სახმელეთო ჯარების სარდლობაში.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები