09:10, Wednesday, 03.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვაკანტურ პოსტზე კონკურსი გამოცხადდა

17.12.2012
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 14 დეკემბერს მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა. ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი ჭანტურიამ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, დაახლოებით, 3 წლით ადრე თანამდებობა დატოვა.

კანდიდატებმა განაცხადები 20 დეკემბრის 18:00 საათამდე უნდა შეიტანონ. შერჩეული კანდიდატები საბჭოს წევრებთან გაივლიან გასაუბრებას.

გიორგი ჭანტურიამ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ექვსწლიანი ვადით 2009 წლის აგვისტოს გახდა, განაცხადა, რომ მართალია მისი ხელმძღვანელობის დროს ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მისი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი  იყო ის, რომ მან ვერ შეძლო საკუთარი მიზნების სრულად განხორციელება, მათ შორის „ოპტიმიზაცია“ და საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება.

თავის წერილობით განცხადებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ აღნიშნა, რომ „ევროპის მაუწყებელთა კავშირის და  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ ერთობლივად დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესრულების სხვადასხვა ეტაპზე წარმოქმნილმა ხარვეზებმა  საზოგადოებრივ მაუწყებელში გამოიწვია მართვის კრიზისი“.  განცხადებაში დეტალები არ არის დაკონკრეტებული, თუმცა საბჭო მადლობას უხდის ჭანტურიას შესრულებული სამუშაოსთვის.

ცოტა ხნის წინ ქართულ პრესაში გავრცელდა ვარაუდები, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებელი „ოპტიმიზაციის“ გეგმის ფარგლებში შემცირებებს გეგმავდა.

ნოემბრის დასაწყისში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმება დაიწყო, რაც განაპირობა ბიუჯეტის წინაშე 3.8 მლნ ლარის ოდენობით დაგროვილმა საგადასახადო დავალიანებამ.

ჭანტურიამ განაცხადა, რომ მისი გადადგომა არ უკავშირდება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე საგადასახო შემოწმებას.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ იანვარში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება განახორციელებს თუ არა ვალის რესტრუქტურიზაციას. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი პროცესია.

ქართული ოცნება და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ადანაშაულებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს  წინა ხელისუფლების სასარგებლოდ მიკერძოებაში და იმაში, რომ ის ვერ გახდა ნამდვილი საზოგადოებრივი ტელევიზია.

ჭანტურია ყოველთვის უარყოფდა ბრალდებებს და ამის დასტურად ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიში მოყავდა, სადაც ნათქვამია, რომ „საარჩევნო კამპანიის დაბალანსებული გაშუქება მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესთავაზა მაყურებლებს“.

სივილ ჯორჯია

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC