კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზენტაცია - „გზამკვლევი პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში“

პრეზენტაცია - „გზამკვლევი პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში“

20 დეკემბერს 12:00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წარმოადგენს კვლევას: „გზამკვლევი პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში“.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო პოლიტპატიმრის სტატუსის განსაზღვრისათვის კრიტერიუმების შემუშავება, რაც აქამდე საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო.

გამოცემა „გზამკვლევი - პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში“ მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის -„სამოქალაქო საზოგადოების მიერ პოლიტიკური პატიმრების საკითხების შესწავლა“ ფარგლებში, რომელიც განახორციელა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა.

სამუშაო ჯგუფი, რომელმაც გზამკვლევი მოამზადა, აერთიანებდა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. 

„გზამკვლევი - პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში“ მოიცავს: მიმოხილვას საქართველოში პოლიტიკური პატიმრების ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ, საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საბჭო, საერთაშორისო ამნისტია) კრიტერიუმებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ადგილობრივ ანგარიშებს საქართველოში პოლიტპატიმრების პრობლემის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის ანალიზს და უშუალოდ სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მედიაცენტრი

საკონტაქტო პირები: 
ნაზი ჯანეზაშვილი, ტელ.: 555465625, ელ-ფოსტა: n.janezashvili@article42.ge
ალეკო ცქიტიშვილი, ტელ.: 599 906094. ელ-ფოსტა: a.tskitishvili@gmail.com