კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის გადაყენებას ხელმოწერებით აპირებენ

21 დეკემბერი, 2012

„გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი!“ - ამ ლოზუნგის ფონზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის“ 17 დეკემბერს ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში კარვები გაშალა. ორგანიზაციის წევრებმა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

„მიხეილ სააკაშვილი ქართველმა ხალხმა 2004 წელს ერთსულოვნად აირჩია საქართველოს პრეზიდენტად. მომდევნო არჩევნებში კი, იგი გაყალბებული ბიულეტენების წყალობით  დარჩა ხელისუფლებაში. იგი აღარაა ქართველი ერის რჩეული პრეზიდენტი და ამიტომ უნდა გადადგეს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ქუთაისის პარალელურად აქციები თბილისში, მარტვილსა და ბაღდათშიც მიმდინარეობს და როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღის მანძილზე 200 000-მდე ხელმოწერაა დაფიქსირებული.

19 დეკემბერს აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის წინ შეიკრიბენენ. საბოლოოდ კი, ხელმოწერებს „მსოფლიო კონგრესს“ გაუგზავნიან.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები