კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაღესტნელი მოჯაჰედის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს

25 დეკემბერი, 2012
 
საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ბრალდებით დაკავებული დაღესტნელი მოჯაჰედის, 23 წლის მაგამედ მაგამედოვის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს. ორგანიზაციის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი პატიმარს უკვე შეხვდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის მიერ დაღესტნელი მოჯაჰედების, 23 წლის მაგამედ მაგამედოვის და 26 წლის მიქაილ ქადოევის დაკავების შესახებ ინფორმაცია 17 დეკემბერს გაავრცელა. ოფიციალური ინფორმაციით, მაგამედოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის სასჯელაღსრულების გლდანის N8 დაწესებულებაშია მოთავსებული. პროკურატურა მაგამედოვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 344–ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებაა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

გადამოწმებული ინფორმაციით, მაგამედოვი საქართველოში 2012 წლის მაისში, საქართველო-რუსეთის საზღვრის ლაფანყურის მონაკვეთის გავლით შემოვიდა. 6 თვის განმავლობაში მაგამედოვი პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. მას ურთიერთობა ჰქონდა შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელებთან, კერძოდ, სანდრო ამირიძესთან და ამავე სამმართველოს თანამშრომელთან ემზარ მაჩალიკაშვილთან, რომელიც პანკისის ხეობას კურირებს. მათ იცოდნენ, რომ მაგამედოვი საქართველოში არალეგალურად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მაგამედოვთან ერთად კიდევ ერთი დაღესტნელი მოჯაჰედი მიქაილ ქადოევი დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს „კავკასიის იმირატის“ წევრის, 26 წლის მიქაილ ქადოევის დაკავების ფაქტს. კახეთის საინფორმაციო ცენტრს კი აქვს გადამოწმებული ინფორმაცია, რომ შსს–ს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ქადოევი 13 დეკემბერს დააკავეს. დაკავებული გზიდან გაუჩინარდა, როცა ის სამართალდამცავებს თბილისში გადაჰყავდათ. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

დაზუსტებული ცნობით, მაგამედ მაგამედოვზე და მიქაელ ქადოევზე რუსეთის ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული. ქადოევს ინტერპოლიც ეძებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები