კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოთის საკრებულომ თავმჯდომარედ „ნაციონალი“ აირჩია

27 დეკემბერი, 2012

ინგა გვასალია, ფოთი

18 დეკემბერს ფოთის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა პროტესტის მიუხედავად, „ნაციონალი“ დავით ბაბილუა საკრებულოს თავმჯომარედ აირჩიეს.

საკრებულოს ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა წევრმა მოგელი ტყებუჩავამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ტყებუჩავა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. იგი საკრებულოს წევრებს სასამართლოში სარჩელის შეტანით დაემუქრა.

საკრებულოს თავმჯდომარედ ბაბილუას არჩევამდე ერთი დღით ადრე საკრებულოს სხდომა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ხმაურის  გამო ჩაიშალა, რადგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით ბაბილუას არჩევას არ ეთანხმებოდნენ. 

აქციის მონაწილეები საკრებულოს გადადგომასა და საკრებულოს თავმჯდომარედ გამარჯვებული პარტიის, „ქართული ოცნების" წარმომადგენლის, მოგელი ტყებუჩავას არჩევას მოითხოვდნენ. თავად ტყებუჩავა კი  აქციის მონაწილეებთან კავშირს უარყოფდა.

შეგახსენებთ, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, ივანე საღინაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

საკრებულოს „ნაციონალურმა“ უმრავლესობამ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები და  ქმედებები ზეწოლად შეაფასა, რაზეც აქციის მონაწილეებმა უპასუხეს: „9 წლის განმავლობაში თქვენგან გვქონდა ზეწოლა და ახლა რეალობას უნდა შეხედოთ და დროზე წახვიდეთ თქვენით. გეყოთ, რაც იჯეჯილეთ და ჭამეთ. უკვე დამპლის სუნი ასდის თქვენს სკამებს. გაანადგურეთ ქალაქი და კიდევ გსურთ თბილად აქ ყოფნა? თქვენ რასაც ზეწოლას ეძახით, ეს ხალხის მოთხოვნაა“.

„ქართული ოცნების“ აქტივისტები საკრებულოს წევრების მიმართ პრეტენზიებს ხმამაღლა გამოთქვამდნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ყოფილ საკრებულოს თავჯდომარეს ვანო საღინაძეს წამოაყვედრა: „რა გააკეთე ქალაქისთვის შენი მოღვაწეობის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ შენი ძმა, ნათესავები და ახლობლები ჩამოიყვანე ხონიდან და დაასაქმე, ფოთელები კი უმუშევრები ვართ“. საკრებულოს წევრ დარეჯან ცხვიტარიასაც შეახსენეს, არჩევნებამდე როგორ ემუქრებოდა „ოცნების“ ერთ-ერთ  აქტივისტს, რაც ცხვიტარიამ უარყო. 

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მაგდა მენაბდემ წესრიგის დასამყარებლად პოლიციელები გამოიძახა, მაგრამ მათ მოქალაქეებისთვის დაშლისკენ არ მოუწოდებიათ და საკრებულოს წევრთა ახსნა-განმარტების აღების შემდეგ შენობა დატოვეს.

რაც შეეხება ფოთის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს, დავით ბაბილუას, როგორც იგი დღეს აცხადებს „ნაციონალური“ პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა. არადა,  საკრებულოს წევრი 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში სწორედ „ნაციონალების“ სიით გახდა. ბაბილუა ასევე აქტიურად იყო ჩართული საპარლამენტო არჩევნებში. უფრო მეტიც, ის დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატადაც კი სახელდებოდა.

ბაბილუა ფოთში ერთ-ერთ ცნობილ მსხვილ ბიზნესმენადაა ცნობილი. იგი  2004 წლიდან კომპანია „პალიასტომი-2004-ს“ დირექტორი გახლავთ.

ახალი ამბები