კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თანამდებობის პირთა გახმაურებული საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი შეიძლება გახდეს

9 იანვარი, 2013
თანამდებობის პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, შესაძლოა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ეს ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურორის ინიციატივით მოამზადა და კანონპროექტი საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტს უკვე წარუდგინა.

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი დეკემბერში გამოვიდა წინადადებით, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი გამხდარიყო ყოფილი მაღალჩინოსნების  ყველა გახმაურებული საქმე, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული პოლიტიკურად მოტივირებული დევნის თაობაზე რაიმე აღქმა.

იუსტიციის სამინისტრომ 9 იანვარს გავრცელებულ პრესრელიზში ინიციატივის ერთ-ერთ მოტივაციად ის გარემოება დაასახელა, რომ „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვერდიქტს საზოგადოება მეტად ენდობა“. 


ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2011 წლის ბოლოს დაინერგა, თუმცა ამჟამად ის მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის, ასევე უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში განზრახ მკვლელობის და გაუპატიურების საქმეებს განიხილავს. 

ამ საქმეებს, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, დაემატება იმ თანამდებობის პირთა სისხლის სამართლის საქმეებიც, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ მაღალი თანამდებობები; ასევე იმ პირთა საქმეებიც, რომლებიც ბრალდებულნი არიან თანამდებობის პირებთან ერთობლივად დანაშაულის ჩადენაში.

თანამდებობის პირთა ნუსხა განსაზღვრულია საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ  კანონის მე-2 მუხლით და სახელმწიფო თანამდებობის პირთა ფართო სპექტრს მოიცავს -  დაწყებული პრეზიდენტიდან, პარლამენტის წევრიდან და მოსამართლიდან დასრულებული სამინისტროების სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირებით.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები