კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ყველა დაგვიბარეს და გვითხრეს, ახალი მთავრობა მოვიდა და უნდა წახვიდეთო“

14 იანვარი, 2013
 
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ყოფილი რწმუნებულები მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებენ, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები მათ ახალი გამგებლის მოთხოვნით დაწერეს. შეგახსენებთ, სამსახურიდან 23–ვე სოფლის რწმუნებული გაათავისუფლეს. 

„პირადი განცხადების საფუძველზე წამოვედი. კონტრაქტს ვადა ჰქონდა, მაგრამ ბოლოს სხვა გზა აღარ მქონდა. ყველა მასე წამოვედით“, – განუცხადა მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მცხეთის მუნიციპალიტეის სოფელ ძალისის ტერიტორიული ორგანოს ყოფილმა რწმუნებულმა ლევან ბიათაშვილმა.

„ 7 დეკემბერს დავწერე განცხადება და სამსახურიდან წამოვედი. ხელშეკრულებით არ ვყოფილვარ, ბრძანებით ვიყავი დანიშნული. წამოვედით სამსახურიდან... ყველა, გაასუფთავეს“, – აღნიშნა სოფელ ქსანის ტერიტორიული ორგანოს ყოფილმა რწმუნებულმა დავით ხიზანიშვილმა.

„მე რაღა ვიყავი, ყველა გაათავისუფლეს და მე დავრჩებოდი? პირადი განცხადების საფუძველზე გავთავისუფლდი, მაგრამ როგორ მოხდა და რა მოხდა, ეს ყველამ იცის. ოცდასამივე რწმუნებული ვინც წამოვედით, დაგვიბარეს და პირდაპირ გვითხრეს, რომ ახალი მთავრობა მოვიდა და უნდა წახვიდეთო. დავწერე კი არა, დამაწერინეს განცხადება“, – განაცხადა სოფელ ვაზიანის ტერიტორიული ორგანოს ყოფილმა რწმუნებულმა გიორგი წონდელმა.

„სამსახურიდან წამოსვლა მაიძულეს და გათავისუფლებაზე განცხადება 2012 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დავწერე. ხელშუკრულება 2013 წლის 1 იანვრამდე მქონდა, თუმცა ვადაზე ადრე გავთავისუფლდი. გამოგვიცხადეს, მთავრობა შეიცვალა და თქვენც უნდა წახვიდეთო“, – აღნიშნა სოფელ ძეგვის ტერიტორიული ორგანოს ყოფილმა რწმუნებულმა ნუგზარ წამალაშვილმა.

გივი გიუტაშვილი, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა, რწმუნებულებზე ზეწოლას უარყოფს. მისი თქმით, სოფლებში მოქალაქეები გამოკითხეს და ტერიტორიული ორგანოების ახალი რწმუნებულები ხალხის აზრის გათვალისწინებით დაინიშნენ. ახალი რწმუნებულები „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები