16:44, Monday, 09.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველი საერთო სასამართლოებს შშმ პირთათვის სასამართლო დარბაზების ადაპტირების რეკომენდაციით მიმართავს

22.01.2013

 10 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდნენ და  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, კობა ნადირაძის სარჩელის საფუძველზე გამართულ სასამართლო სხდომას დაესწრნენ. 

სასამართლოში ვიზიტის დროს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ცნობილი გახდა მოქალაქე კობა ნადირაძისა და სასამართლო პროცესზე დასწრების მსურველი სხვა მოქალაქეების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დარღვევის შესახებ. 

კერძოდ, მოქალაქე კობა ნადირაძემ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა პირებმა ვერ შეძლეს სასამართლო სხდომაზე დასწრების მიზნით შენობის მე–6 სართულზე გადაადგილება, რადგან სასამართლოს შენობა არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებისათვის.

იმის მიუხედავად, რომ სასამართლო შენობის სართულებზე გადაადგილება შესაძლებელია ლიფტის საშუალებით, სხდომის დარბაზში მოხვედრის მიზნით დამატებით საჭიროა კიბის უჯრედით სარგებლობა. აღნიშნულ მონაკვეთზე მობილობის შეზღუდვის მქონე პირისათვის დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლებელია.

საქართველოს კონსტიტუციის 42- ე მუხლის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ აღნიშნული დებულება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება რათა სასამართლო ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

სასამართლოზე ხელმისაწვდომობა მოიცავს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას დავის საწარმოებლად მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ტერიტორიულ და ფიზიკურ ხელმისაწვდომობასაც. 

2011 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველი საუბრობდა პრობლემაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იმ პირთათვის, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობას უკავშირდება და საერთო სასამართლოებს მისცა შესაბამისი რეკომენდაცია.

ზემოაღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ  აქტუალური გახადა სასამართლო შენობების ხელმისაწვდომობის პრობლემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი საერთო სასამართლოებს მიმართავს რეკომენდაციით, უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების გატარება, რათა სასამართლო       (მათ შორის სასამართლო სხდომის დარბაზები) ფიზიკურად ხელმისაწვდომი გახდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ამ პრობლემის მოგვარებამდე სასამართლო სხდომების ჩატარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული გარემოება და სასამართლო სხდომები უნდა გაიმართოს იმ დარბაზებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მხარეთა ) დასწრება.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC