თეა თუთბერიძემ და მოძრაობა „პატრიოტების“ წევრებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს და ციხის სკანდალური კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის გათავისუფლება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა შენობასთან მიიტანეს გვირგვინი წარწერით: „ბედუკაძე ცოცხების დედოფალი“; „ბედუკაძე მწამებელი“. მათი თქმით, ბედუკაძის სახელობის გვირგვინი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისთვის არის განკუთვნილი.
ამასთან, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „კადრი ქენი, ცოცხზე დასვი, გაიარე, წინ დაგხვდება“, „ბედუკაძე ახალი მთავრობის გმირი“, „ბედუკაძე „ქართული ოცნების“ სახე“, „ქართული ოცნების მთავარი მოწმე“, „მწამებელი ბედუკაძე“.
მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა. კერძოდ, მოქალაქეები ბედუკაძეს იცავდნენ, რასაც აქციის მონაწილეებსა და მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
პალიტრა.ტვ
ვიდეო