კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩილ კბილაშვილი: „პატიმარს აყურებინებდნენ ოჯახის წევრის გაუპატიურებას“

23 იანვარი, 2013

„ჩვენ ვიხილეთ ცოცხები საპყრობილეში, ვიხილეთ ჰომოსექსუალთა შანტაჟი, მაგრამ ჩვენ გვაქვს უამრავი სხვა ტიპის ინფორმაცია და მასალები, რომლის უბრალოდ გაფიქრებაც კი ადამიანს შეზარავს“, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გადაცემა „პოსტ სკრიპტუმთან“ საუბარში.

„წარმოიდგინეთ, როცა პატიმარს აყურებინებენ მისი ოჯახის წევრის გაუპატიურებას; წარმოიდგინეთ შემთხვევა, როცა ყელამდე მიწაში ადამიანს ფლავენ და მის თავზე, ასე ვთქვათ, ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ. ამ ყველაფერზე გამოძიება მიმდინარეობს და მინდა ვთქვა, რომ ავადმყოფური ქცევის ფანტაზიას დასასრული არ აქვს. ჩვენ საოცრად არაადეკვატური და ძნელად განსაჭვრეტი რეალობის მხილველები ვართ, როცა ამ ყველაფერს ვაწყდებით მაგრამ უკვე გაკვირვების სიმპტომიც კი გამქრალი გვაქვს. ეს ყველაფერი ხდებოდა აქ, ჩვენს გვერდით, ჩვენს სახელმწიფოში“, - განაცხადა კბილაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ სექსუალურ უმცირესობათა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, მთავარი პროკურორის ინფორმაციით, გამოძიებას მსგავსი 80-ზე მეტი ვიდეომასალა აქვს.

რაც შეეხება საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას, რომ აღნიშნული ვიდეომასალების გავრცელების გამო პროკურატურამ ბოდიში უნდა მოიხადოს, კბილაშვილი მათ არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მისმა უწყებამ ავადმყოფობა გამოავლინა.

ვიდეო

პალიტრა.ტვ

ახალი ამბები