ქუთაისში სტუდენტები სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვენ
28.01.2013
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით გამოდიან. მათ თავიანთი მოთხოვნები უნივერსიტეტის რექტორს გიორგი ღავთაძეს გააცნეს. სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტში სწავლის საფასური სწავლების დონის არ შეესაბამება.
„ჩვენი მშობლები საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიან, რომ ჩვენ შესაბამისი განათლება მივიღოთ. უნივერსიტეტში კი, ამის შესაძლებლობა, სამწუხაროდ, ნაკლებად არის. საჭიროა, მეტი ყურადღება მიექცეს რექტორატის მხრიდან არსებული პრობლემები აღმოიფხვრას", - აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი.
სტუდენტებმა, რექტორთან შეხვედრისას, 2012 წელს უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული ლექტორ-მასწავლებლების საკითხიც დააყენეს და დასვეს კითხვა: გათავისუფლდნენ თუ არა ისინი პოლიტიკური ნიშნით?
გიორგი ღავთაძე ლექტორთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს. რაც შეეხება სწავლის ხარისხს, მისი განმარტებით, ეს საკითხი ეტაპობრივად გამოსწორდება:
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ თუ სტუდენტი სწავლისთვისაა განწყობილი, იგი ამას აუცილებლად მოახერხებს. მაგრამ სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა უნივერსიტეტში არა სწავლისთვის, არამედ დიპლომისთვის მოდის", - აცხადებს ღავთაძე.
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
HRC აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო განხილვების და საპროტესტო აქციების მონიტორინგს
ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას აფასებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერთა შესარჩევად
არქივი
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას