კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტზე

6 თებერვალი, 2013

სივილ ჯორჯია

ვენეციის კომისიამ შესაძლოა საქართველოში  მეკავშირე ოფიცერი დანიშნოს, ეს იმ ფონზე, როცა ქვეყნის ახალი ხელისუფლება კონსტიტუციის გადახედვის პროცესის დაწყებას გეგმავს.

„ბატონი დავით უსუფაშვილი და მე შევთანხმდით იმის შესაძლებლობაზე, რომ დაინიშნოს მეკავშირე ოფიცერი პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიაში, რათა გაღრმავდეს  კონტაქტები ვენეციის კომისიასთან და კონსულტაციების პროცედურა გამარტივდეს“, – განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ თბილისში 31 იანვარს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბუკიკიო პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, ასევე ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების დეპუტატებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს შეხვდა.

თებერვალში კოალიცია „ქართული ოცნება“ სპეციალური კომისიის შექმნის ინიცირებას გეგმავს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმაზე იმუშავებს.

იმავდროულად, უკვე ინიცირებულია ორი საკონსტიტუციო ცვლილება –ერთი პარლამენტის ადგილმდებარეობას ეხება, ხოლო მეორე პრეზიდენტის უფლებამოსილებას, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტს ყველა საკონსტიტუციო უფლებამოსილება უნარჩუნებდა, გარდა ერთისა, რომელიც მას მთავრობის გამოცვლის შესაძლებლობს აძლევს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი უარს იტყვის მის მიერ შეთავაზებული ახალი მთავრობის დამტკიცებაზე.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის „გაუმჯობესების სერიოზული საჭიროება არსებობს“; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ სიღრმისეული საკონსტიტუციო ცვლილებები ნაჩქარევად არ უნდა განხორციელდეს და ეს საზოგადოებასთან რაც შეიძლება დიდი კონსენსუსის გზით უნდა გაკეთდეს.

„მე მესმის, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის და პარლამენტის სტაბილურობისთვის საჭიროა, რომ შეიცვალოს კონსტიტუცია, რათა შეიზღუდოს სახელმწიფო მეთაურის [პრეზიდენტის] უფლებამოსილებები პარლამენტის ნებართვის გარეშე მთავრობის დათხოვნასა და ახალი მთავრობის დანიშვნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან 31 იანვარს პრემიერ–მინისტრ ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.   

იმავე დღეს,  პრესკონფერენციაზე საუბრისას ბუკიკიომ განაცხადა, რომ მას არ ჰგონია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილის მთავრობის დათხოვნას აპირებს.

 ნაციონალური მოძრაობაც  აპირებს საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას. 31 იანვარს ნაციონალური მოძრაობა გამოვიდა ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ახალი პუნქტი, რომლის თანახმადაც პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის გატარება, მთავრობისთვის სავალდებულო გახდება.

როდესაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ამის თაობაზე ჰკითხეს, მან განაცხადა: „არა მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს“.

უკანასკნელ პერიოდში საქართველომ ვენეციის კომისიას აზრის გამოხატვა ორ საკითხზე სთხოვა – ერთი ეხება კანონს ამნისტიის შესახებ, რომელიც უკვე მიღებულია და ძალაშიც შევიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რის შედეგადაც ამნისტია შეეხო პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებულ 190 პირს. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „სამწუხაროდ“ ეს კანონპროექტი პარლამენტმა ისე მიიღო, რომ არ დაელოდა კომისიის დასკვნას. 

მეორე საკითხი, კი, რომელზეც ვენეციის კომისია თავის დასკვნებს მოამზადებს, არის კანონპროექტი სასამართლოების შესახებ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას ითვალისწინებს.  იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემას კურირებს და მოსამართლეების დანიშვნის და გათავისუფლების, ასევე მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინალური სამართალწარმოების უფლებამოსილება გააჩნია.

სხვა ძირითად ცცლილებებთან ერთად, კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტი აღარ მიიღებს მონაწილეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესში.

ეს კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერაა ინიცირებული, პარლამენტმა პირველი მოსმენით დეკემბერში მიიღო; ნაციონალური მოძრაობა მისი წინააღმდეგია, ხოლო პრეზიდენტმა სააკაშვილმაგანაცხადა, რომ მას ვეტოს დაადებს. ნაციონალურმა მოძრაობამ მოუწოდა ხელისუფლებას ვენეციის კომისიის დასკვნებს დალოდებოდა. მართალია, თავდაპირველად მთავრობა ცდილობდა, რომ პარლამენტს მალე მიეღო კანონპროექტი, თუმცა მოგვიანებით პროცესის შეჩერება გადაწყდა.

„მივესალმები, რომ პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტეს დაეცადათ ვენეციის კომისიის დასკვნისთვის” – განაცხადა ბუკიკიომ.

ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რაც კანონპროექტზე უთანხმოებას იწვევს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ვადაა. კანონპროექტის თანახმად, ყველა მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადა ახალი წევრების არჩევისთანავე შეწყდება.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ძირითადად დადებითად ისაუბრა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის წესში შემოთავაზებულ ცვლილებებზე; თუმცა, მოქმედი წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ცალკე გამოყო.

„ერთადერთი პრობლემა, რომელიც თავიდან უნდა იქნას აცილებული, არის კანონის უზენაესობის დარღვევა იმ გაგებით, რომ საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადა არ უნდა შეწყდეს, სანამ მათი ვადა ბუნებრივად არ ამოიწურება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეიცვლება ის მიზეზი, რისთვისაც ისინი საბჭოში მიიღეს – კვალიფიკაცია“, – განაცხადა ბუკიკიომ.

ზოგიერთმა უფლებადამცველმა ჯგუფმა უკვე მოუწოდა ხელისუფლებას კანონპროექტში  შეიტანოს ცვლილებები, რომლის თანახმადაც საბჭოს მხოლოდ იმ წევრებს უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება, რომლებიც პრეზიდენტმა და პარლამენტმა დანიშნა, ხოლო მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრებს უნდა შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება.

თუმცა იუსტიციის სამინისტრო ამის წინააღმდეგ გამოდიოდა და აცხადებდა, რომ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა არჩევის პროცესი თ

ახალი ამბები