18:23, Thursday, 04.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არასამთავრობოები ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტს გმობენ

11.02.2013
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“  ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს გამოვლენილ ძალადობის ფაქტებს გმობენ.მათ ამის შესახებ საგანგებო განცხადებაც გაავრცელეს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო პრევენციული ზომების ეფექტურად  გატარება, რათა  საპროტესტო აქციის დროს არ დაშავებულიყვნენ ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები. სიტუაციის განმუხტვა შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლის შემდეგ მოხდა. სამინისტროს პირველი პირის აღნიშნულ საკითხში პირადად ჩარევა ცალსახად პოზიტიური ფაქტია, თუმცა მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ ვერ დაგეგმა შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველეყო მონაწილეთა უსაფრთხოება. ყოველივე ამის გამო საჭირო გახდა პრეზიდენტის გამოსვლის გადადება.  

უნდა აღინიშნოს, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. თუმცა, ამ უფლების რეალიზება კანონის ჩარჩოებში უნდა თავსდებოდეს. ჩვენ გვესმის იმ ადამიანების, ვისაც წლების განმავლობაში უსამართლობის განცდა დაუგროვდა, თუმცა მსგავსი განცდა ვერ იქნება კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამართლების საფუძველი.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს ობიექტური და ეფექტური გამოძიება ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე და უმოკლეს ვადებში დააყენოს არეულობის ორგანიზატორთა და მონაწილეთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების უფლება მისცეს იმ ადამიანთა მცირე რაოდენობას, რომელთაც ამის სურვილი აქვს. სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ გადაიტანოს პრეზიდენტის გამოსვლა და დებატები პარლამენტის შენობაში.

მოვუწოდებთ მხარეებს, ყველა ღონე იხმარონ რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო დაპირისპირება.

წყარო: www.gyla.ge 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC