კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გურჯაანში

22 თებერვალი, 2013

18 თებერვალს გურჯაანში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ შეხვედრა გამართა. სხდომას ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და მუნიციპალიტეტეტის ხელმძღვანელები  დაესწრნენ. შეხვედრაზე, რომელიც ორ საათს გაგრძელდა, საუბარი იყო ქარტიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამოქმედო გეგმებზე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, გელა მთივლიშვილის განცხადებით, ასეთი შეხვედრების მეშვეობით საჯარო მოხელეები და სხვა დაინტერესებული პირები ეცნობიან ქარტიის მუშაობას და იგებენ, როგორ შეიძლება მათ მიმართონ ქარტიას თუკი კონკრეტულ მასალასთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის, სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის თქმით, რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება ქარტიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ და რაც უფრო ცნობადი გახდება იგი, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს, რომ მედიის სტანდარტი უფრო მაღალი იყოს და ჟურნალისტებმაც უფრო ნაკლები შეცდომა დაუშვან ამა თუ იმ მასალის მომზადების დროს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ორას ცამეტი ხელმომწერი ჰყავს. მასში გაწევრიანება ყველა მსურველისთვის არის შესაძლებელი, ვინც აღიარებს ქარტიის პრინციპეპს და მზად არის, დაიცვას ისინი პროფესიული საქმიანობს დროს.

მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

ახალი ამბები