კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლადო ვარძელაშვილი დაკავებულია

22 თებერვალი, 2013

ინტერპრესნიუსი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გაბაიძის ინფორმაციით, ასევე, დაკავებულია ზვიად ქავთარაძე, რომელმაც შემთხვევითი გასროლა განახორციელა და ამ გასროლას 45 წლის დევი სირაძე ემსხვერპლა.

დაკავებულია ლადო ვარძელაშვილის ქვისლიც, ვახტანგ ბიჭიკაშვილი, რომლის სახელზეც იარაღი იყო გაფორმებული, თუმცა ეს იარაღი ვარძელაშვილის სეიფში ინახებოდა.

გოგიტა გაბაიძის ცნობით, ვარძელაშვილს ბრალი ამ დრომდე არ აქვს წარდგენილი, თუმცა მას ბრალს წარუდგენენ სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რაც იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმეს ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველო გამოიძიებს.

ლადო ვარძელაშვილის სახლში წუხელ ამავე სამინისტროს თანამშრომელი, დევი სირაძე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, საბერძნეთიდან ჩამოსულ მათ კიდევ ერთ მეგობარს იარაღი გაუვარდა და სირაძე სასიკვდილოდ დაიჭრა.

შეთხვევის შედეგად გარდაცვლილი დევი სირაძის ოჯახის წევრები და მეგობრები მომხდარის დეტალებს ყვებიან.

დევი სირაძე საკუთარ სახლში, ყიფშიძის ქ.#5ა-ში დაახლოებით ერთი საათის წინ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან გადაასვენეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილის ახლობლებმა უთხრეს, ეს იყო მართლაც უბედური შემთხვევა და ოჯახს დაკავებულთან არანაირი პრეტენზია არა აქვს.

გარდაცვლილის მეუღლემ კი, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მეუღლესთან ერთად ნუცუბიძის 26-ში, ლადო ვარძელაშვილის სახლში თავადაც იმყოფებოდა.

ამასთან, როგორც სირაძის ახლობლები აცხადებენ, მათ არ იციან, თუ ვინ იყო ჩამოსული საბერძნეთიდან. ისინი უბრალოდ იმას ამბობენ, რომ მეგობრები საკუთარ მეუღლეებთან ერთად იყვნენ შეკრებილი.

მათივე თქმით, უბედური შემთხვევის შემდეგ დაჭრილი ჩამოჰყავდათ კორპუსიდან, მაგრამ მან ლიფტში დაკარგა გონება, სასწრაფოს მისვლამდე უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა საავადმყოფოში მაშინვე წაიყვანეს. როგორც ისინი ამბობენ, აქვს გამჭოლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში. ექსპერტიზის ბიუროს პასუხი მათთვის ერთ თვეში გახდება ცნობილი.

გარდა ამისა, მათი თქმით, იმ ადამიანმა, ვისაც იარაღი გაუვარდა, წუხელვე მისცა პოლიციელებს ჩვენება და უკვე დაკავებულია.

ახალი ამბები