კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნატორის ყოფილი მოადგილის საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს

26 მარტი, 2013

მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

22 მარტს თელავის რაიონულ სასამართლოში კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. სიბაშვილს  ბრალი ხუთი მუხლით აქვს  წაყენებული. საგამოძიებო სამსახური მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს, რაც 11 წლით თავისუფლების აღკვეთავს ითვალისწინებს.

გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს აღკვეთი ღონისძიების სახით 15 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. პირველ სხდომაზე გიორგი სიბაშვილი საკუთარ ინტერესებს თავად იცავდა. მან დააყენა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც იგი სისიხლის სამართლის საქმეში არსებული 245 მტკიცებულებიდან 108-ის დაუშვებლად ცნობას მოითხოვდა. მისი განცხადებით, კახეთის საოლქო პროკურატურამ მას პასუხისგებაში მიცემის შემდეგ საქმეში არსებული მასალები სრულად არ გადასცა, რითაც დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83 მუხლის მე-8 პუნქტი, რის მიხედვითაც ”ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე ბრალდების მხარე ვალდებულია მას მისცეს იმ ინფორმაციისა და მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, ასევე გადასცეს წერილობითი მტკიცებულებების ასლები”.

 მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა გადაწყვეტილების მისაღებად შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ შუამდგომლობა მსჯელობას მოითხოვდა და სასამართლო სხდომა 26 მარტის 15 საათისთვის გადადო.

ახალი ამბები