კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთაწმინდის გამგებლის მოადგილეს აეროპორტში საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს

10 აპრილი, 2013

მთაწმინდის გამგებლის მოადგილეს ივა ჭყონიას თბილისის აეროპორტში საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

ჭყოინიას თქმით, ანალოგიური პრობლემა მას ერთი კვირის წინაც შეემთხვა. მაშინ მას განუმარტეს, რომ ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა როგორც ჭყონია აცხადებს, მას შესაბამისი უწყება მიღებული არ ჰქონდა.

ჭყონიას თქმით, სამართალდამცველებს მისთვის არავითიარი შეზღუდვა არ დაუწესებიათ, ამიტომ გამგებლის მოადგილისთვის უცნობია, რატომ არ მისცეს საზღვრის გადაკვეთის უფლება.

„ერთი კვირის წინ მივდიოდი შევებულებაში, მაგრამ საზღვარზე გამაჩერეს, მითხრეს, პასპორტმა გაჭედაო, ველოდებოდი დაახლოებით, ნახევარი საათი. შემდეგ მასაუბრეს ვიღაცა, რომ ფინანსურ პოლიციაში ვიყავი დაბარებული, თუმცა უწყება არ ჩამბარებია და მთხოვეს, რომ საზღვარი არ გადამეკვეთა. მეორე დღეს ჩვეულებრივად გამოვცხადდი, ყველა კითხვაზე პასუხი გავეცი და გამომიშვეს. ამის შემდეგ ერთი კვირა გავიდა. ჩემს პირად საქმეზე შვებულება მაქვს აღებული, მივდივარ და ისევ პრობლემებს მიქმნიან, თუმცა რის გამო, ვერ მეუბნებიან“, - განაცხადა ჭყონიამ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები