კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოწმე ამბობს, რომ გასროლის შემდეგ, გუნავა იარაღით ხელში დაინახა

11 აპრილი, 2013

სალომე აჩბა

სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას სასამართლო პროცესზე საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ბაკურ გულუა  დაიკითხა. როგორც მისი ჩენებიდან ირკვევა, ის იმ ეპიზოდის ერთ-ერთი თვითმხილველია, რაშიც გამოძება გუნავას ედავება. გულუას თქმით, ის ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს, თუმცა რადგან ზურგით იდგა, კონკრეტულად ვინ ისროლა, არ დაუნახავს. გულუა ამბობს, რომ სროლის შემდეგ როცა შემოტრიალდა,თენგიზ გუნავა ცეცხლსასროლი იარაღით ხელში  დაინახა.

ეპიზოდი, რომელზეც მოწმე დაიკითხა,  ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას ეხება. საგამოძიებო ორგანოების ინფორმაციით, თენგიზ გუნავასა და მის მძღოლს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც გუნავამ თავისი მაკაროვის ტიპის სამსახურებრივი იარაღით, მძღოლს, საქმეში დაზარალებულად ცნობილ იზორიას, ესოლა და ფეხში დაჭრა.

საქმის მასალების მიხედვით, კახა იზორიამ, რომელიც თენგიზ გუნავას მძღოლად მუშაობდა, ინტიმური შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება თენგიზ გუნავას ახლო ნათესავ ქალბატონს გაუგზავნა. როგორც თავად იზორია ამბობს, მას უბრალოდ ნომერი შეეშალა და ესემესი სხვა ადრესატისთვის იყო განკუთვნილი. საქმის მასალებისა და მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ინიცდენტი სწორედ ამ მოკლე ტექსტური შეტყობინების გამო მოხდა.

საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ბაკურ გულუა კი, ამბობს, რომ შეხლა შემოხლის შემდეგ, არა მარტო კახაბერ იზორია, არამედ თავად გულუაც დაიჭრა. როგორც თავად ამბობს, მან გასროლიდან რამდენიმე წუთში გუნავა იარაღით ხელში დაინახა.

„მე, იმ პრიოდში როცა ეს ინციდენტი მოხდა,  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო დეპარტამენტში ვმუშაობდი. მე და ჩემი დეპარტამენტი ოპერატიული სამძებრო საქმიანობის  ფარგლებში ორგანიზებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირის სატელეფონო საუბრებს ვუმსენდით. ამ ნომერზე დაფიქსირდა თენგიზ გუნავას მძღოლის, კახაბერ იზორიას ზარი და ამიტომ მისი ნომრის მოსმენაც დავიწყეთ. ამ მოსმენის დროს, დავაფიქსირეთ იზორიას ნომრიდან თენგიზ გუნავას ახლობელი ქალბატონის ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი სასიყვარულო ესემესი. თენგიზ გუნავა ჩემი მეგობარი იყო და ბუნებრივია მოვუყევი ამ ესემესის თაობაზე. მე თავად დავიბარე იზორია, ვაჩვენე თაბახზე ამობეჭდილი ეს ესემესი და ვუთხარი, ეს როგორ იკადრე-მეთქი. ცოტა ხანში გავიგე, რომ იზორიამ სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკი დაწერა.

მესამე დღეს, თენგიზ გუნავა მირეკავს და მიბარებს, ჩვენ ხშირად ვატარებდით თავისუფალ დროს  სხვა მეგობრებთან ერთად და მეგონა მაშინაც ამიტომ მიბარებდა. მას არ უთქვას ჩემთვის რატომ და სად მივდიოდით. მანქანით რკინიგზის სადგურზე მივედით, სადაც კახა იზორიას შევხვდით. კახა და თენგიზი საუბრობდნენ. იქ ჩვენ გარდა თემურ და ჯონი ბელქანიებიც იყვნენ. გუნავამ იზორიას უთხრა: „ასეთი რამ როგორ გამიკეთე, შვილივით გზრდიდიო“. იზორია თავის მართლებას შეეცადა, ეს-ემ-ესი შემთხვევით გამეგზავნაო. ჩვენ შორიახლოს ვიდექით. ცოტა ხანში იზორია გუნავას გაეცალა და მე გვერდით ჩამიარა. ზურგიდან გასროლის ხმა გავიგე და ფეხში ტკივილი ვიგრძენი და წავიქეცი. იმ წამსვე შემოვტრიალდი და თენგიზ გუნავა იარაღით ხელში დავინახე. მალევე გავიგონე მეორე გასროლის ხმაც. ვინ ისროლა არ დამინახავს, თუმცა მეორე გასროლის შემდეგაც, გუნავა იარაღით ხელში დავინახე. მე მძიმე მდგომარეობაში ვიყავი და ბელქანიამ საავადმყოფოში წამიყვანა. როცა სადგურის ტერიტორიიდან გავდიოდით, თვალი მოვკარი ტროტუარზე წაქცეულ პიროვნებას, რომელიც სავარაუდოდ იზორია იყო.“ - ამბობს ბაკურ გულუა. ის ვარაუდობს რომ ტყვია შემთხვევით მოხვდა.

ბაკურ გულუას ჩვენებას დარბაზში დამსწრეთა მხრიდან ხმაური და არეულობა მოჰყვა.  ისინი მოწმეს აგინებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მოსამართლემ რამდენიმე მათგანი დარბაზიდან გააძევა, ორს კი 200 ლარიანი ჯარიმა შუფარდა. გუნავას საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 17 აპრილსაა ჩანიშნული.

ახალი ამბები