კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კეზერაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

15 აპრილი, 2013

სალომე აჩბა

12 აპრილს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა თავიანთი შესავალი სიტყვები წარმოადგინეს. გამოძიება კეზერაშვილს  ქრთამის აღებას  და ორგანიზებული ჯგუფის წევრობას ედავება. ბრალდებული სასმარათლო სხომებზე არ ცხადდება და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

შესავალი სიტყვების წარდგენამდე, დაცვის მხარის ადვოკატმა შოთა მინდელმა, სასამართოს წინაშე კიდევ ერთხელ დააყენა შუამდგომლობა კეზერაშვილის საქმის ცალკე გამოყოფის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ამ საკითხმა კამათი და დავა წინა პროცესზეც გამოიწვია, რადგან  წინსასამართო სხდომაზე, მოსამართლის მიერ დაკმაყოფილებული იგივე შუამდგომლობა სასამართლო სხდომის ოქმში არ აღმოჩნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ შუამდგომლობა, ოფიციალურად დაკმაყოფილებულად არ ითვლება.

დაცვის მხარე საქმის გამოყოფის შესახებ შუამდგომლობას იმით ასაბუთებდა, რომ მათი თქმით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების  დიდი ნაწილი, საერთოდ არ ეხებოდა დავით კეზერაშვილს. ბრალდების მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მტკიცებულებების დიდი ნაწილი კეზერაშვილის საქმესთან კავშირშია.

მოსამართლე დავით მგელიაშილმა, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან, მისივე თქმით, ის პროცედუალური მხარეების დარღვევით იქნა დაყენებული:

„საპროცესო კოდექსის მიხედვით, საქმის განხილვის ამ ეტაპზე, მხარეებმა შუამდგომლობა წერილობითი სახით უნდა წარმოადგინონ. ვინაიდან პროცედუალური მხარე დარღვეულია, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება“ - აღნიშნა მოსამართლემ.

ეპიზოდი, რომელზეც კეზერაშვილს ბრალი აქვს წაყენებული, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ფალსიფიცირებული კონიაკის დამზადებას და მის ექსპორტს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილი სასმსახურებრივ მფარველობას უწევდა ზემოხსენებულ ორგანიზებულ ჯგუფს და ამის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 144 ათასი დოლარი მიიღო.

მომდევნო სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხება.

ახალი ამბები