კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის განცხადება 1 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით

2 მაისი, 2013

„საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე „ლაბორატორია 1918“- ის მიერ მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური აქციის მიმდინარეობისას, მომიტინგეებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის შეხლა-შემოხლასთან დაკავშირებით,  რასაც მანიფესტანტების, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტის დაკავება მოჰყვა.
 
გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ გარკვეულ შემთხვევებში ხდებოდა ჟურნალისტებისათვის მიმდინარე პროცესების გადაღებაში ხელისშეშლა ან/და შეფერხება. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაქსიმალურად უზრუნველყოს ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება. მით უფრო დაუშვებელია მათთვის რაიმე სახის დაბრკოლებების შექმნა.

აქვე დასადგენი და შესაფასებელია სამართალდამცავთა მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ძალისა და ღონისძიებების პროპორციულობისა და აუცილებლობის საკითხი. ამ მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები აგრძელებენ ინციდენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და უახლოეს დღეებში სახალხო დამცველი გააკეთებს საჯარო განცხადებას მომხდარის სამართლებრივი შეფასების მიზნით.  საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ასევე დააკვირდებიან ყველა იმ სასამართლო პროცესს, რომელიც დაკავებული მანიფესტანტების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს.“

www.ombudsman.ge 

ახალი ამბები