07:21, Monday, 09.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„იდენტობის“ პრესკონფერენციას და ტრენინგს ჟურნალისტებისთვის პოლიცია იცავდა

10.05.2013

თამარ ფარადაშვილი  ,www.media.ge 

პოლიცია იცავდა დღესб 10 მაისს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ  გამართული პრესკონფერენციის და ტრენინგის უსაფრთხოებას.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ლგბტ ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გაიმართება მდუმარე აქცია-ფლეშმობი, სადაც ცისარტყელის ფერებში ჩაცმული აქციის მონაწილეები საქართველოში ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტებს გააპროტესეტებენ. დღესვე იმ ჟურნალისტებისთვის, ვინც ამ აქციის გაშუქებას გეგმავს, და არა მხოლოდ მათთვის, ტარდება ტრენინგი.

„ტრენინგის მიზანია, რომ რეპორტიორებმა არ დაუშვან შეცდომები ლგბტ ადამიანების მოხსენიების დროს და შეურაცხმყოფელი ტერმინებით არ ისაუბრონ მათზე, როგორც ხშირად ხდება ქართულ მედიაში. ისინი ამ თემის გაშუქების სპეციფიკის შესახებ სხვა დეტალებსაც გაიგებენ“, - განაცხადა „იდენტობის“ წარმომადგენელმა ნათია ხარატიშვილმა. ტრენინგში, მისი თქმით, მაქსიმუმ 20-25-მა ჟურნალისტმა გამოთქვა მონაწილეობის მიღების სურვილი.

„გავიგეთ, რომ იგეგმებოდა ჩვენს პრესკონფერენციაზე თავდასხმა და  ამის შესახებ ვაცნობეთ სამართალდამაცავებს, ამიტომ არის დღეს წარმოდგენილი პოლიცია“ -აღნიშნა ხარატიშვილმა.

პრესკონფერენცია სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

„ამ ადამიანების ცემა-ტყეპას არ ვაპირებთ, ეს  მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ამის შემდეგ იღებენ გრანტებს და უარეს აქციებს ჩაგვიტარებენ. იქნება პარადის მოწყობის მცდელობები  როგორც ეს გასულ წლებში იყო“ - აღნიშნა სიტყვის გამოსვლისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა გიორგი გალდავამ და განმარტა „ჩვენ ვაპროტესტებთ იმ უზნეობას რაც აქ ხდება, ამ კონფერენციას.  ჩვენ არ გვინდა და არ დავუშებთ, რომ  რუსთაველზე, სადაც ქართველების სისხლი დაიღვარა ზნეობისთვის და თვითმყოფადობის გადასარჩენად დაიღვარა, ქალაჩუნა ბიჭებმა მოაწყონ ფლეშ-მობი.  ჩვენ ვიცავთ ჩვენი შვილების მომავალს“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC