კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობის სურვილს გამოთქვამს

10 მაისი, 2013

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამა წლის მაისის ბოლომდე შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, რომელიც დაკომპლექტდება პარტიების წარმომადგენლებით,  ექსპერტებითა და არასამთავრობო ორგანიზაციებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრს გააჩნია საკუთარი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის  ოპტიმალურ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების დანაწილებისა და გაწონასწორების პრინციპის სათანადოდ ასახვას საქართველოს კონსტიტუციაში, ძლიერ პარლამენტს, მის წინაშე ანგარიშვალდებულ მთავრობას და პრეზიდენტს, როგორც არბიტრს, რომელმაც უნდა  უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირება კონსტიტუციის შესაბამისად.

საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებისას, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დაცვის უზრუნველყოფა უნდა წარმოადგენდეს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ძირითად ხაზს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი  გამოთქვამს სურვილს,  იმუშაოს  საკონსტიტუციო  კომისიაში  და  თხოვს პარლამენტს, მისი წარმომადგენელი შეიყვანოს კომისიაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები