კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტი განიხილეს

14 მაისი, 2013

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდორე, ლევან გახელაძე ფიქრობს, რომ პარლამენტისთვის უფლებამოსილების მინიჭება კოლექტიურად დაითხოვოს საბჭო, შუასაუკუნეობრივი ნორმაა, რაც მისთვის მიუღებელია.

ამის შესახებ მან დღეს, 10 მაისს გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავდნენ. კომიტეტის გასვლითი სხდომა თბილისში ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა.

კანონპროექტის ერთ ერთი ავტორის, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის განმარტებით, საბჭოს დათხოვნა ადეკვატური გადაწყვეტილებაა იმ შემთხვევაში, თუ ის დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებს.

გახელაძე აგრეთვე მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ბიუჯეტი ნაცვლად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.14 პროცენტისა 0.2 პროცენტით უნდა განისაზღვროს, რადგან მაუწყებელს აქვს სამი ტელევიზია და ორი რადიოსადგური, რაც გამოყოფილზე მეტ დაფინანსებას მოითხოვს, თუმცა ამ მაჩვენებლის ცვლილებაზე კანონპროექტის განხილვისას საუბარი არ ყოფილა.
დღევანდელ მოსმენაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,  „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კანონი მიღებისთანავე უნდა ამოქმედდეს.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ კი აღნიშნა, რომ სასურველი არ არის კანონი იცვლებოდეს ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ამიტომ ახალი სახით ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

კანონპროექტის შემდეგი მოსმენა  უშუალოდ პარლამენტში გაიმართება და თუ საკანონმდელობ ორგანო მას მხარს დაუჭერს, ძალაში 2014 წლის 1 იანვრიდან შევა.

თამარ ფარადაშვილი, www.media.ge 

ახალი ამბები