კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება თბილისის ცენტრში მომხდარი არეულობისა და ძალადობის ფაქტების თაობაზე

20 მაისი, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოხატავს შეშფოთებას 17 მაისს თბილისის ცენტრში მომხდარი არეულობისა და ძალადობის ფაქტების გამო. სამწუხაროა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო წესრიგის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინა დღეებში საზოგადოებას მისცეს გარანტია, რომ დაიცავდნენ როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილი აქციის, ისე მის საწინააღმდეგო შეკრების მონაწილეებს. 

სამართალდამცველებმა ფაქტობრივად ვერაფერი იღონეს იმ გაავებული მოქალაქეების გასანეიტრალებლად, რომლებიც არა მარტო ლგბტ აქტივისტებს და მათ მხარდამჭერებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, არამედ - ჟურნალისტებს, პოლიციელებს,  სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებსაც, რომლებიც არც ერთ მხარეს არ წარმოადგენდნენ და შემთხვევის ადგილას სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. 

აგრესიულმა ადამიანებმა დაარბიეს ჰომოფობიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია და დააზიანეს საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტი, სადაც აქციის მონაწილეები ეგულებოდათ. მათ მიერ ნასროლი ქვებით და სხვადასხვა საგნებით დაშავდნენ ჟურნალისტები და პოლიციელები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, სამართალდამცველმა უწყებებმა გამოავლინონ და პასუხისგებაში მისცენ მოქალაქეები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობაში და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. 

ამავე დროს, პასუხი უნდა მოეთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც უნდა დაეცვათ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ ეს ამოცანა ვერ შეასრულეს.

17.05.13, ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები