კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამნისტირებული პატიმარი აცხადებს, რომ პოლიციელი ემუქრება

29 მაისი, 2013
ამნისტირებული პატიმარი დიმიტრი ხადური, რომელიც ციხიდან 2013 წლის 30 იანვარს გამოვიდა, აცხადებს, რომ მას პოლიციის ინსპექტორი მამუკა ბირთველიშვილი დაპატიმრებით ემუქრება. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრს ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა აცნობა. მისი თქმით, პოლიციის თანამშრომელი ბირთველიშვილი ყოფილ პატიმრის დიმიტრი ხადურის დას ტელეფონით გაურკვეველი შინაარსის ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის, რომელიც ძმამ აღმოაჩინა.

,,არაფერი მაქვს დასამალი. მოწერა ვიღაცამ ჩემს დას - ,,კუნკულაო“. შემდეგ გადავურეკე და ვუთხარი ეგრევე ,,კუნკულა“ დედაშენია-მეთქი. ვუთხარი ვინც ვიყავი, სადაც ვცხოვრობდი. ამოვიდნენ თეთრი ლექსუსის ჯიპით. დამემუქრნენ, ვის მიაყენე ბიჭო სიტყვიერი შეურაცხყოფაო, გაგივსებთ სახლს ნარკოტიკებითო. მუქარასთან ერთად მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც“, - აცხადებს დიმიტრი ხადური. 

პოლიციის მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტზე ხადურმა და მისმა ადვოკატმა წერილობითი საჩივარი შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში უკვე შეიტანეს. ხადური პატიმრობას ქურდობის და თაღლითობის ბრალდებით იხდიდა. ის 2013 წლის 30 იანვარს გაათავისუფლეს.

საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლი

ახალი ამბები