კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუფთი და მისი თანმხლები მუსლიმები სოფელ სამთაწყაროში არ შეუშვეს

31 მაისი, 2013
 
ქვემო ქართლის მუფთი ჯემალ ადაძე და მისი თანმხლები პირები, რომლებიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში პარასკევის ტრადიციული ლოცვის შესასრულებლად მიდიდოდნენ, სოფელში არ შეუშვეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჯემალ ადაძემ განუცხადა, სოფლის შესასვლელში მათ სამთაწყაროს რწმუნებული გულნარა ნადირაშვილი თანასოფლელებთან ერთად დახვდა და სოფელში შესვლა აუკრძალა.

„სოფლის რწმუნებული დაგვხვდა რამდენიმე ადამიანთან ერთად. აგრესიულები იყვნენ, სოფელში არ შემოხვიდეთ, თუ გინდათ რომ ცუდი რამე არ მოხდესო. ჩვენ ვითარების გამძაფრება არ გვინდოდა და ადგილზე პოლიცია გამოვიძახეთ. პოლიცია რომ მოვიდა, მდგომარეობა განიმუხტა, მაგრამ სოფელში მაინც ვერ შევდივართ. იმუქრებიან, რომ ცუდი ამბები მოხდება. ამიტომ, დახმარებისთვის, უფლებადაცვით ორგანიზაციებს მივმართეთ“, – განაცხადა ჯემალ ადაძემ.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება სოფელ სამთაწყაროდან, ამ დროისთვის სოფელში სიმშვიდეა, თუმცა ადგილობრივები არ მალავენ, რომ სოფელში, მუსლიმთა სამმართველოს მიერ შეძენილ შენობაში ლოცვების შესრულებას და იქ მუსლიმთა სამლოცველო სახლის გახსნას არ დაუშვებენ.

შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმებს პარასკევის ტრადიციული ლოცვის შესრულების საშუალება გასულ კვირასაც არ მისცეს. ამავე სოფელში მცხოვრებმა ჰერებმა, რომლებიც ქრისტიანები არიან, მუსლიმები მათ საკუთრებაში არსებული შენობიდან ლოცვის დროს გაყარეს. ჰერები სოფელში მუსლიმური სამლოცველო სახლის გახსნის წინააღმდეგები არიან. მუსლიმები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.

სამთაწყარო საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელია, სადაც აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები და ჰერეთიდან წამოსული ჰერები ცხოვრობენ, რომლებმაც აზერბაიჯანი იმიტომ დატოვეს, რომ ისლამი არ მიიღეს. მოსახლეობის რაოდენობა 1500 ადამიანს აღემატება. წლების განმავლობაში სოფელში მცხოვრებ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება არ არსებობდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მუსლიმთა სამმართველომ სამთაწყაროში სამლოცველო სახლის გასახსნელად შენობა იყიდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები