კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალასანია ავღანეთში მსხვერპლიანი თავდახმის გამო ჩავიდა

7 ივნისი, 2013
 
მას შემდეგ, რაც ჰელმანდის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ქართულ ბაზასთან სატვირთო მანქანის აფეთქებას შვიდი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში ჩავიდა. 

„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ- მინისტრთან შეთანხმებით, რომ შეეწყვიტა ვიზიტი ბელგიაში, სადაც ტარდებოდა ნატოს მინისტერიალი და გამგზავრებულიყო ავღანეთში“, - განუცხადა თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა „რუსთავი 2“-ს.

მისი თქმით, ალასანია უკვე შეხვდა თავის ავღანელ კოლეგას ბისმილა ხან მოჰამადის. 

„საქართველოს თავდაცვის მინისტრი ადგილზე შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტიგენტის მეთაურებს, შესაბამისად ISAF-ის მისიის ხელმძღვანელობასაც და შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირადად მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქართველი სამხედროების გადმოსვენებაში“, - განაცხადა ავალიანმა.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები