კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თალიბანის თავდასხმას ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა

3 ივლისი, 2013
 
The New York Times ალისა ჯეი. რუბინი, თიმურ შაჰი

ქაბული, ავღანეთი – აგვისტოს შემდეგ, საერთაშორისო ძალებს ავღანეთში ერთჯერადად ასეთი მომაკვდინებელი დარტყმა არ განუცდია. ხუთშაბათს საღამოს, ჰელმანდის პროვინციაში, ქართველი სამხედროებით დაკომპლექტებულ დახურულ ბაზაზე ტერორისტი თვითმკვლელი ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე სატვირთო მანქანით შეიჭრა. ჰელმანდში ქართველი და ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა.

ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა. ერთ თვეზე ნაკლები დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ ბაზაზე ჰელმანდში თავდასხმა ყუმბარების გამოყენებით მოხდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ცნობით, დაბომბვის შედეგად 13 მაისს სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა. ჰელმანდი, ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ძალებისთვის, ყველაზე სახიფათო პროვინციაა. 2001 წლის შემდეგ მან დაახლოებით 935 სიცოცხლე შეიწირა.

ჩინოვნიკების ცნობით, ტერორისტი-თვითმკვლელი ბაზის პერიმეტრზე შეიჭრა, თუმცა უშუალოდ ტერიტორიაზე ვერ შეაღწია. თავდასხმაზე თალიბანმა პასუხისმგებლობა აიღო ჟურნალისტებისთვის გაგაზავნილ ტექსტურ შეტყობინებაში.

საქართველო, თავისი 1,570 კაციანი სამხედრო კონტიგენტით, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ISAF-ის მისიის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. ქართული ძალები ჰელმანდის პროვინციაში ბრიტანელ და ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად პატრულირებენ. მათ ის სიცარიელე შეავსეს, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც ამერიკელებმა სამშობლოში დააბრუნეს დაახლოებით 20 000 საზღვაო ქვეითთა ორი მესამედი, რომლებიც ერთ დროს ამ პროვინციაში ნიმზრუზის პროვინციის მეზობლად იყვნენ დისლოცირებულნი.

საქართველოს ჰელმანდში სამი ბაზა აქვს, აქედან ყველა მათგანი პროვინციის ჩრდილოეთშია, სადაც თალიბანი პოზიციების დასაბრუნებლად გამალებით იბრძვის: რაიონებში Now Zad, Musa Qala, Sangin (წინააღმდეგობის ძირითადი რაიონები).

საქართველოს არმიის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ირაკლი ძნელაძემ თბილისში (საქართველოს დედაქალაქი) გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა სამხედრო დაიჭრა. 2004 წლის შემდეგ, მას მერე რაც ქვეყნის სამხედრო ძალები ავღანეთში განთავსდნენ, 30 ქართველი სამხედრო დაიღუპა.

„მე უდიდეს სამძიმარს ვუცხდებ ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს და მთელ საქართველოს“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სატელევიზიო მიმართვაში. „ჩვენი ვალია მათი ხსოვნის წინაშე გავაგრძელოთ ჩვენი წინსვლა ნატოს წევრობისკენ“.

გენერალმა ჯოზეფ დანდფორდმა, ნატოს და შეერთებული შტატების არმიის მეთაურმა

ავღანეთში, სამძიმარი გამოუცხადა ქართველ ხალხს და ქართულ კონტრიბუციას უმაღლესი შეფასება მისცა. „ეს ძალიან სამწუხარო მომენტია ქართველი ხალხისა და კოალიციური ძალებისთვის, მაგრამ ჩვენ კვლავაც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა ვუზრუნველყოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება ავღანელი ხალხისათვის“.

„მაშინ როდესაც, ავღანეთში უსაფრთხოების გაუმჯობესების საქმეში წვლილი ბევრმა შეიტანა, ქართველი ჯარისკაცები ყოველთვის გამოირჩოდნენ სიმტკიცით და რთულ მისიებში მონაწილეობის მზადყოფნით“.

ზოგჯერ ქართული ჯარები სხვებთან შედარებით თითქოს სიფრთხილის დეფიციტს განიცდიდნენ. ამ გაზაფხულზე, ქართულ ძალებზე მიმაგრებული ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში, ქართველი პრესოფიცერი ჰელმანდში მათი ოპერირების ადგილს აღწერდა, როგორც „ძალადობის სამკუთხედს“ და მიუხედავად ამისა, მაინც ეპატიჟებოდა ჟურნალისტებს „ავღანურ სოფლებში ფეხით პატრულირებისა და ადგილობრივებთან შეხვედრისთვის“.

შეთავაზება ბევრმა ძალიან სახიფათოდ აღიქვა, რადგან ამ ტერიტორიაზე უცხოელი ჯარისკაცების მიმართ ყველაზე მტრულად არიან განწყობილნი და ის დიდწილად თალიბანის გავლენის ქვეშაა. ქართველებს ამ მხრივ ყველაზე მწარე გამოცდილება აქვთ.

დეკემბერში Musa Qala-ში დაკარგული ქართველი ჯარისკაცი ორ კვირაში მოკლული იპოვეს. მას თალიბების მხრიდან ცემის და წამების კვალი ეტყობოდა.

ის, იყო ISAF-ის ერთადერთი დღემდე ცნობილი სამხედრო მოსამსახურე რომელიც გაიტაცეს 2011 წლის შემდეგ, ანუ მას მერე რაც თალიბანმა შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა ბრიტანელი ჯარისკაცი. კიდევ ერთი ასეთად ცნობილი ჯარისკაცი, რომელიც გაიტაცეს ამერიკელი სერჟანტი ბოუი ბერგდალია, რომელიც 2009 წლის შემდეგ დაკარგულად ითვლება და მიჩნეულია, რომ ის ჰაკანის ქსელმა შეიპყრო.
ქართველები კონცენტრირებულები არიან თალიბანისთვის ისეთი შესაძლებლობის აღკვეთაზე, როგორიცაა საკონტროლო პუნქტების შექმნა მთავარ გზებზე, რომელიც აკავშირებს Musa Qala-ს, Now Zad-ს და Sangin-ს პროვინციის დედაქალაქთან და ერთმანეთთან. მაგრამ ამას მათთვის ადგილობრივების კეთილგანწყობა არ მოუტანია.

ზოგიერთი ადგილობრივი ავღანელი უხუცესის აზრით, ქართული შეირაღებული ძალები ამ რაიონში დიდად არ უყვართ. მანამდე იქ ბრიტანელები და ზოგიერთ ადგილას ამერიკელები პატრულირებდნენ. ენა, შესაძლოა პრობლემის საფუძველი იყოს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივები შეეჩვივნენ ინგლისურად მოლაპარაკე ბრიტანელ და ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც ამ რაიონში 10 წლის განმავლობაში იყვნენ, არამედ იმიტომაც, რომ ხშირად ავღანელებისთვის ქართველები რუსების სინონიმია, რუსების, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ადგილობრივებისთვის დღესაც მტრებად აღიქმებიან.

„მათ ინგლისური არ იციან და ლაპარაკობენ ენაზე, რომელიც რუსულს გავს“, ამბობს აბდულ რაჰმან მუტმეინი, უხუცესი Landy-Nawa-დან, სოფლიდან, სადაც ქართველების ერთ-ერთი ბაზაა.

„როდესაც Landy-Nawa-ში მათ ბაზასთან ახლოს ჩემი ავტომანქანა გაფუჭდა, ისინი მომცვივდნენ და მაიძულებდნენ მანქანა ტერიტორიიდან გამეყვანა. მე ვუხსნიდი, რომ მარტო ამას ვერ გავაკეთებდი, მაგრამ ისინი მანქანის გაყვანაში არ დამეხმარნენ, არც მისი შეკეთების საშუალება მომცეს. დაიწყეს შეურაცხყოფის მოყენება, მაგრამ არ ვიცოდი რას ამბობდნენ, და არც მათ ესმოდათ რას ვეუბნებოდი“.

მან განაგრძო ქართველების აღწერა, რომლებიც მისი თქმით „სარდლებივით“ იქცევიან და თქვა, რომ ადგილობივი მცხოვრებლები ჩიოდნენ, რომ ჯარისკაცები ხშირად არასაჭირო ჩხრეკებს ატარებდნენ და იპარავდნენ ისეთ წვრილმან ნივთებს, როგორიცაა ხელის საათები და ფული.

ადგილობრივმა ავღანელმა ჩინოვნიკებმა დაადასტურეს გადაჭარბებული ჩხრეკების ფაქტი, მაგრამ იმავდროულად ნიამათალა ქხანიმ, მეზობელი Musa Qala-ს რაიონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „მანქანების ჩხრეკა მათი საქმეა“ და თქვა, რომ ქართველები პასუხისმგებლები არიან სახიფათო პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რაიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობაზე.

ბ-ნმა ქხანმა თქვა, რომ საჩივრები, რომელსაც ის შარშან იღებდა, დიდწილად შეწყდა და ვარაუდობს იმას, რომ ან ქართველები გამოასწორდნენ ან ადგილობრივები შეეჩვივნენ მათ საქციელს.

თარგმანი: foreignpress.ge

ახალი ამბები