კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩანა ახალაიას სასამართლოზე მისი ბავშვობის მეგობარი გიორგი ახალაია დაიკითხა

4 ივლისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესზე ბიზნესმენ ზვიად აბესაძის ეპიზოდთან დაკავშირებით, ახალაიას ბავშვობის მეგობარი გიორგი ახალაია დაიკითხა, რომელმაც რესტორან "მასპინძელოში" აბესაძისთვის რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი უარყო.

შეგახსენებთ, რომ ამ ეპიზოდის მიხედვით ბაჩანა ახალაიას, გიგი კალანდაძესა და გაგა მკურნალიძეს  ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედებათ ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, 201
1 წლის 13 სექტემბერს გვიან ღამით ზვიად აბესაძეს დაურეკა უცნობმა პიროვნებამ და მას  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც აბესაძემ ტელეფონი გამორთო, თუმცა მანამდე უცნობ პირს გინების შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა. რამდენიმე ხანში აბესაძესთან მივიდა მისი მეგობარი გრიგოლ ბაკურაძე, რომელმაც უთხა რომ ბაჩო ახალაია რესტორანში იბარებდა. 

გამოძიების ინფორმაციით, რესტორან „მასპინძელოში“ მისულ აბესაძეს ბაჩანა ახალაია, გიგი კალანდაძე, გიორგი ახალაია და კიდევ რამდენიმე პირი დახვდნენ.  აბესაძეს ახალაიამ მიუთითა გიგი კალანდაძეზე და უთხრა, რომ ეს იყო ის პიროვნება, რომელსაც მან ტელეფონში აგინა. ამის შემდეგ აბესაძე გააკავეს დაცვის წევრებმა და გიგი კალანდაძემ მას სცემა.  პროკურატურის ვერსიით, ამის შემდეგ  ბაჩანა ახალაიამ დაავალა გაგა მკურნალიძეს  და აბესაძე წაიყვანეს მუხიანში ერთ-ერთ ბინაში, სადაც იგი ერთი დღის მანძილზე იმყოფებოდა 2 შეიარაღებულ პირთან ერთად. მეორე დღეს მკურნალიძემ იგი გამოუშვა, თუმცა ჩამოართვა პირობა, რომ მომხდარის შესახებ არავისთან იტყოდა.

როგორც სასამართლო სხდომაზე  ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩანა ახალაიას ბავშვობის მეგობარმა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი ახალაიამ განაცხადა, იგი  2011 წლის 13 სექტემბერს რესტორან "მასპინძელოში" ყოფილ მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან, გიგი კალანდაძესთან და სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა.

"ეს იყო ჩვეულებრივი სადილი. დილის საათები იყო, ასე 8-9 საათი. მინისტრი ხშირად მთელი ღამის განმვალობაში მუშაობდა და როცა ამთავრებდა საქმეს, მაშინ მიდიოდა საჭმელად. ჩვენი იქ ყოფნიდან რამდენიმე ხანში მოვიდა ზვიად აბესაძეც გრიგოლ ბაკურაძესთან ერთად. ჩვეულებრივად მიესალმა იქ მყოფებს, დაჯდა და გავუმასპინძლდით".

მოწმის განცხადებით, სუფრაზე ყოფნის დროს,  ვინმეს მიერ აბესაძისთვის არანაირი სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, ზვიად აბესაძის  მოსვლიდან დაახლოებით 20 წუთში ახალაია, კალანდაძე და თვითონ რესტორნიდან წავიდნენ, აბესაძე და კიდევ რამდენიმე პირი კი დარჩნენ. 

ახალი ამბები