კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამომძიებლები მამუკა მიქაუტაძის მეუღლეს დილის 5 საათამდე კითხავდნენ

9 ივლისი, 2013
 

გამომძიებლებმა მამუკა მიქაუტაძის მეუღლე დაკითხეს. ზიზი ეძგვერაძეს საკუთარ სახლში, დილის 5 საათამდე კითხავდნენ. 

როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, მიქაუტაძის მეუღლემ გამომძიებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დაკითხვის დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ. ადვოკატის თქმით, გამომძიებლებმა სახლიდან მიქაუტაძის ტანსაცმელი და პირადი ნივთებიც წაიღეს. 

"საქმის მწარმოებელი ორგანოს მხრიდან განხორციელდა იძულება და ეს იძულება გახდა იმის შედეგი, რომ მამუკა მიქაუტაძემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. როგორც დღეს, ზიზი ეძგვერაძემ დაკითხვისას აღნიშნა, მამუკა მიქაუტაძე მასთან საუბრისას აცხადებდა, რომ ის ინფორმაცია, რაც გამოძიებამ იძულებით მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისი პროცედურების დაცვით ამოიღეს ტანისამოსი, რომელიც დაილუქა", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.  

არსებული ინფორმაციით, 36 წლის მამუკა მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულა. ოჯახის წევრების განცხადებით, ღამით ის პოლიციამ დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. თვითმკვლელობამდე ახალგაზრდა კაცმა ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციამ მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება წამებით მიაცემინა. 

როგორც გარდაცვლილის მეზობელი აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ თბილისის ზღვაში სცადა თავის დახრჩობა, შემდეგ კი ხეზე ჩამოიხრჩო თავი. სავარაუდოდ, გარდაცვლილი გამვლელმა ნახა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ასევე ეჭვობენ, რომ მამუკა მიქაუტაძე მოკლეს.  

ახალი ამბები