კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზურაბ ლალიაშვილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

18 ივლისი, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

კუდის კახეთის სამართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ ლალიაშვილი 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

17 ივლისს გამართულ  პროცესზე დაცვის მხარემ წერილობითი ფორმით იშუამდგომლა სასამართლოსთან, რომ  ლალიაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო. შუამდგომლობას მხარი დაუჭირა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა მანანა თანდაშვილმა. ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ლალიაშვილი სამარათალდამცავებმა 2013 წლის 16 ივლისს საზღვრის გადმოკვეთის დროს დააპატიმრეს. იგი 2012 წლის ნოემბრიდან მიმალვაში იმყოფებოდა და მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. 

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ლალიაშვილს და მის მოადგილეს დავით ლორთქიფანიძეს ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს იფორმაციით, დავით ლორთქიფანიძემ თავის ყოფილ უფროს - ზურაბ ლალიაშვილთან ერთად, სოფელ წინანდალში მცხოვრებ ალექსანდრე მეგუთნიშვილზე სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელეს, რის შედეგადაც მეგუთნიშვილმა, 2011 წლის მარტში შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს „ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200“ და ორი „ ტოიოტა კამრი“ შეუძინა. 

ახალი ამბები