კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთის გამგეობაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს

2 აგვისტო, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  გამგებელის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს - ზაზა ურუშაძე.  „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ურუშაძეს გამგეობაში კადრების პარტიული ნიშნით დაკომპლექტებაში ადანაშაულებს.  ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ახალი გამგებელი. 

როგორც ირკვევა, ურუშაძეს გამგებლის თანამდებობა ლანჩხუთის მაჟორიტარმა  დეპუტატმა, თემურ ჩხაიძემ შესთავაზა:

„დიდი ხვეწნა–მუდარა დამჭირდა, რომ დამეთანხმებინა და როგორც იქნა, ვაიძულე, რომ ბიზნესიდან საჯარო სამსახურში წამოსულიყო“ ,  – ამბობდა თემურ ჩხაიძე ზაზა ურუშაძის კანდიდატურის წამოყენების დროს 

ზაზა ურუშაძის გამგებლად დანიშვნაზე საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარეს ერთხმად მისცეს თანხმობა.

Humanrights.ge–სთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე  და გამგებლის ყოფილი მოადგილე, კახა ასკურავა ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ, გამგეობაში კადრები პარტიული ნიშნით ინიშნებიან:

„დღევანდელი ხელისუფლება ჩვენ გვიყენებდა პრეტენზიას, რომ პარტიული ნიშნით ვნიშნავდით ადამიანებს სამსახურებში. ახლა კი, თავად იქცევა ისე, რომ ოჯახის წევრებს, ერთი პარტიის წარმომადგენლებს ნიშნავს თანამდებობაზე. ეს სამწუხარო ტენდენციაა“ , – ამბობს ასკურავა.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა ურუშაძე ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

როგორც Humanrights.ge–ისთვის გამგეობის აპარატიდან მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციიდანაც ირკვევა, სხვადასხვა სამსახურების უფროსები არიან როგორც სახელისუფლებო, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. 

მაგალითად,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელია; ეკონომიკის სამსახურის უფროსი – „რესპუბლიკელების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი; ვეტერანთა განყოფილების ერთ–ერთი თანამშრომელი „დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი, ამ პარტიის წევრია გამგებლის მოადგილეც, კულტურის სამსახურის თანამშრომელი კი,  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრაი. 

როგორ  არეგულირებს კანონი საჯარო სამსახურებში პარტიის წარმომადგენლების დასაქმებას? – ამ კითხვით მივმართეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელს, თამაზ ტრაპაიძეს:

„საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობებზე პირთა დანიშვნა უნდა მოხდეს კონკურსის წესით. „ქართულმა ოცნებამ“, ისევე, როგორც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, გამოსავალი იპოვა და თანამდებობებზე პირები დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნა. კანონში შესული ცვლილების თანახმად, დროებით მოვალეობის შემსრულებლად მხოლოდ სამი თვით შეიძლება პირი დაინიშნოს“- ამბობს ტრაპაიძე.

ახალი ამბები