კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციულ საზღვრებთან დაბრკოლებების შექმნის გამო შეშფოთებულია

8 აგვისტო, 2013
 
სივილ ჯორჯია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში კიდევ ერთხელ გამოხატა „შეშფოთება“ რუსი სამხედროების მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ღობეების და სხვა დაბრკოლებების აღმართვის გამო.

სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა 2 აგვისტოს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების განთავსება და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მიწაყრილების და თხრილების მოწყობა, ასევე საზღვრის გადაკვეთის „უფრო შემზღუდავი  პროცედურების ტენდენცია“, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას აფერხებს.

განცხადების თანახმად, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ კვლავ გრძელდება დაკავებები.

„დაბრკოლებათა სულ უფრო მზარდი რაოდენობა საყოფაცხოვრებო საკითხებზე  ახდენს გავლენას, რადგან იგი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესს არღვევს და საზოგადოებას ყოფს“,  - განაცხადა მისიის დროებითმა ხელმძღვანელმა ჟერარ ფიშერმა. „გარდა ამისა, ეს დაბრკოლებები უფრო და უფრო ზღუდავს ადამიანებს შორის შესაძლო კონტაქტს, რომელიც მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის აუცილებელი კომპონენტია“.

მისიამ ასევე განაცხადა, რომ იგი „გააგრძელებს ამ სადავო მიდამოების პატრულირებას მიმდინარე მოვლენების ზუსტი და ფაქტობრივი შეფასების მიზნით“.

„მისია ასევე გააგრძელებს ცხელი ხაზის და ყველა სხვა ხელმისაწვდომი კომუნიკაციის გამოყენებას, რათა ყველა მხარეს მოუწოდოს განსაზღვრონ და განიხილონ პრობლემების ადგილზე მოგვარების გზები, რაც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედებს“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

ახალი ამბები