კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროში ექიმებმა აქცია გამართეს

16 აგვისტო, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

ცხრა აგვისტოს დედოფლისწყაროში, კომპანია "ადითის" სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განაცხადებით თებერვლის შემდეგ ხელფასები აღარ მიუღიათ. მათივე თქმით, არაერთხელ მიმართეს "ადითის" ხელმძღვანელობას თუმცა უშედეგოდ.  მედ პერსონალი ასევე სამედიცინო დაწესებულებაში მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საუბრობს.

"დროულად არ გაიცემა ხელფასები, არ გვაქვს შრომის ნორმალური პირობები, ასევე შესაბამისად აღჭურვილი კაბინეტები, რაც პაციენტებისთვის მიუღებელია" -  აღნიშნა ექიმმა ნინო ბეგიაშვილმა.

დედოფლისწყაროში" ადითის" წარმომადგენელმა ხათუნა აგლაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ სახელმწიფო უკვე ზრუნავს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე: "ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა იყო მხოლოდ ხელფასები. სადაზღვევო კომპანიებს არ ჩაურიცხიათ თანხა და ეს იყო მიზეზი, იმისა რომ ხელფასებს ვერ ვიღებდით დროულად. დააცადეთ ახლა სახელმწიფოს და რამეს გაგვიკეთებენ. უკვე ზრუნავენ და რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ".

ექიმთა საპროტესტო აქციები დედოფლისწაროს პარალელურად, ქარელში, ვანში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლენტეხშიც გაიმართა. 

ყველა ამ ქალაქში სამკურნალო დაწესებულებებს ისრაელის სამედიცინო კომპანია "აიჰოპის" შვილობილი ორგანიზაცია "ადითი" ფლობს.

ადამინის უფლებათა ცენტრი კომპანია „ადითის“ ცენტრალურ ოფისთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა საკონტაქტო ტელეფონი გათიშულია.

13 აგვისტოს ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ კომპანია "ადითის" მართვის ქვეშ მყოფი კლინიკები სახელმწიფო მართვაში გადავა. მისივე თქმით,  ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებების გადმობარების პროცესს უკვე აწარმოებს.

ახალი ამბები