კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებულები საპატიმროში ვიდეო კამერების დაყენებას აპროტესტებენ

29 აგვისტო, 2013
სალომე ჩხეიძე

ადამიანის უფლებათა ცენტრს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებიდან მსჯავრდებული ივანე გიგლემიანი 15 აგვისტოს წერილობით დაუკავშირდა და საპატიმროში არსებული  მდგომარეობის შესახებ აცნობა.  მსჯავრდებულები საკნებში ვიდეოკამერების დაყენებას შიმშილობით აპროტესტებდნენ. 

„ვშიმშილობთ უკვე მეორე დღეა, რადგან საკნებში გვიყენებენ ვიდეო კამერებს. ეს იმის შემდეგ დაიწყეს, რაც ფარული კამერები ამოვიღეთ საკნისა და საპირფარეშოს კედლებიდან. პარლამენტში კანონს იღებენ, რომ შეწყდეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება და აქ ახლა იწყებენ კამერების დამონტაჟებას. ყველაფერთან ერთად, არც გვანახებენ რომელი კანონის თანახმად აყენებენ ვიდეოკამერებს, გვეუბნებიან, არ ვართ ვალდებული, პატიმრებს ახსნა-განმარტება მივცეთო“, - აღნიშნავს გიგლემიანი.

სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გასარკვევად ადამიანის  უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ საკნებში ვიდეოკამერების დამონტაჟების გამო დაწყებული შიმშილობა ამჟამად ყველა პატიმარს შეწყვეტილი აქვს და დაწესებულებაში სტაბილური მდგომარეობაა. 

დაწესებულებაში ვიდეოკამერების დამონტაჟების გამო დაწყებული შიმშილობის შესახებ კომენტარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ღაჭავამაც გააკეთა. მისი განცხადებით, საკნებში კამერები კანონის შესაბამისად ყენდება, ისე როგორც ევროპის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება ხოლმე.

„სადაც საჭიროა, კამერები ყველგან დაყენდება. აქვე ხაზგასმით გეტყვით, რომ კამერები პატიმრების მოთხოვნით ყენდება და შესაბამისად, ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, რომ დაყენება იგეგმებოდა. შემდეგ მათ რატომ დაიწყეს შიმშილობა, არ ვიცი“, - განაცხადა ღაჭავამ.

ახალი ამბები