კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაბნის გამგეობაში რეორგანიზაციას გეგმავენ

30 აგვისტო, 2013
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

გარდაბნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლი, ნუგზარ ჩადუნელი აცხადებს, რომ მის მოქმედ და შტატგარეშე თანამშრომლებს კონკურსის  გავლა მოუწევთ. ამბობს, რომ რეორგანიზაციას გეგმავს და თანამშრომლებისთვის კონკურსის ჩასატარებლად შესაბამისი ინსტრუქცია უკვე მიღებული აქვს. 

,,მოგეხსენებათ ჩემმა წინა მორბედმა 80  შტატგარეშე თანამშრომელი მიიღო. ჩასატარებელია რეორგანიზაცია, რომელიც ამ კადრებთან ერთად შტატიან თანამშრომლებსაც შეეხებათ. რა თქმა უნდა,  რეორგანიზაციის გეგმის თანახმად მათ მომზადებისთვის საჭირი პირობები და დრო ექნებათ.

კონკურსის ჩასატარებლად სპეციალური სამართლებრივი ინსტრუქცია იუსტიციის სამინისტროსგან  მივიღეთ. ამ ეტაპზე,  შემიძლია გითხრათ, რომ საკონკურსო კომისიაში შევლენ არასამთავრო ორგანიზაციები, იუსტიციის სამინისტროს და საკრებულოს წარმომადგენლები“, - აცხადებს ჩადუნელი. 

ახალი ამბები