კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციაში არჩევნებისთვის ემზადებიან

23 სექტემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ნაციონალური მოძრაობის ოფისში საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად 27 სეტემბერს გაიხსნება, ამ დღეს გორში ელოდებიან ,,ნაციონალური მოძრაობის“  საპრეზიდენტო კანდიდატსაც. მანამდე კი, პარტიული აქტივის მობილიზება საარჩევნო უბნების დაკომპლეტების მიზნით ხდება. 

,,ყველა უბანზე ერთი კომისიის წევრი და ერთი დამკვირვებელი გვეყოლება, მიმდინარეობს მუშაობა,   პარტიული აქტივის გადახალისება, ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი გავქვს ბაქრაძის გამრჯვების, რადგან ის შეცდომები რომელიც ჩვენ რვა წლის მანძილზე დაუშვით, ახალმა ხელისუფლებამ  რვა თვეში დაუშვა.  იმძლავრა სიძულვილის ენამ, არის შერჩევითი სამართალი, რის გამოც ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ციხეშია, ქვეყნის ეკონომიკა უკან მიდის, ყველაფერი შეჩერებულია.  ჩვენ გვჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც შეკვეცილი უფლებების მიუხედავად, მთავრობის დაბალანსებას შეძლებს. ასეთ პიროვნებად დავით ბაქრაძე მესახება, რომელიც არის კარგი დიპლომატი, აქვს გამოცდილება და მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა.  მინდა შევახსენო მმართველ პარტიას, რომ დემოკრატია არ არის არჩევნებში წაგებული პარტიების დაშლა. წაგებული პარტია უნდა დარჩეს პოლიტიკაში“ - ამბობს ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე და  მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმცირესობის წევრი ზვიად ხმალაძე. 

ნაციონალური მოძრაობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგების გამოქვეყნებას ელოდება.  მათ იმედი აქვთ, რეიტინგებში ბაქრაძე პირველობას არავის დაუთმობს. 

ახალი ამბები