კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო ბურჯანაძე: “მე მინდა ყველა გავაფრთხილო, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან არჩევნების გაყალბება!“

27 სექტემბერი, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში 23 სექტემბერს კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა სოფელ კაბალაში, წნორსა და ლაგოდეხში. 

„ძალიან დიდია მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან და მე ვხედავ, რომ ეს მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება. ადამიანები სწორად აფასებენ მიმდინარე მოვლენებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნებში გამარჯვებას ნამდვილად მოგვიტანს” - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ წნორის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

„ამავდროულად აქაც დაისვა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიებში იწყება გარიგებები, არის გაყალბების მცდელობები. მე მინდა ყველა გავაფრთხილო, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან არჩევნების გაყალბება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ნურც შეეცდებიან. მე ვერ გეტყვით, რომ ამ ადამიანებმა ზუსტად იციან ჩემი საარჩევნო პროგრამის დეტალები, მაგრამ საერთო ხედვას, რასაც მე ვაყალიბებ ამას ნამდვილად აქვს დიდი მხარდაჭერა. ადამიანები მოდიან გაცნობიერებულნი, იციან რატომ მიჭერენ მხარს და ეს კიდევ უფრო მიმყარებს განცდას, რომ მათი მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებ“- ამბობს ნინო ბურჯანაძე. 

ახალი ამბები