11:34, Tuesday, 19.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ირინა იმერლიშვილი ქვეყნიდან გასვლაზე ახალი შეზღუდვის დაწესებას კონსტიტუციას უკავშირებს

27.09.2013
 
ინტერპრესნიუსი

საქართველოს მოქალაქის ქვეყნიდან გასვლაზე კანონში ახალი შეზღუდვის შემოტანით, კანონმდებლობა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის. 

საუბარია „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ს კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლაზე, პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, ასევე საზღვრის გადაკვეთაზე უარი შეიძლება ეთქვას სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხიების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. 

ამჟამად მოქმედი კანონი ამგვარი უარის თქმის საფუძველად „პირის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნას ან მის მიერ ყალბი და ძალის არმქონე საბუთების წარდგენას“ ცნობს.

„კანონში „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესების“ დებულების შემოტანით ახალი არაფერი არ იდება. ამ მხრივ სიტყვა-სიტყვით გადმოდის ის, რაც დღეს კონსტიტუციაციაში წერია და კანონმდებლობა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის. ამასთან, თუკი საკითხის განხილვისას მიიჩნეულ იქნება, რომ აღნიშნული ნორმა დამატებით დაზუსტებას საჭიროებს, მზად ვართ, ამაზე ვიმსჯელოთ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა.

ცნობისთვის, კონსტიტუციის 22-ე მუხლის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია, თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამასთან, კონსტიტუცია ამბობს, რომ ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC