15:48, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მსჯავრდებულები ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას ითხოვენ

01.10.2013

 
თამთა  თვალავაძე

ქსნის   № 15 სასჯელაღსრულების  დაწესებულებაში  მყოფი მსჯავრდებულები გიგა  არაბული და ლევან ზავრიშვილი  ციხის ადმინისტრაციას  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი უყურადღებო და  გულგრილ დამოკიდებულებაში  ადანაშაულებენ. 
 
მსჯავრდებულის  ადვოკატის გოჩა ჯაბანაშვილის განმარტებით: „არაბულის ჯანმთელობის  მდგომარეობა  2009 წლიდან  პერიოდულად რთულდებობა ცემისა და არასათანადო  მოპყრობის  შედეგად. ხელისუფლებაში  კოალიცია "ქართული  ოცნების“ მოსვლის შემდეგ ,  ძალადობრივ  ქმედებები აღარ ხორციელდება. თუმცა  უკიდურესადაა დამძიმებული მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაწესებულებაში  ექიმთან ვიზიტი პრობლემაა , მსჯავრდებულს ესაჭიროება  გადაუდებელი ოპერაცია. ადმინისტარცია  კი, საერთოდ  ყურადღებას  არ  აქცევს“.

მსჯავრდებულ გიგა არაბულის  ინტერესებს  ასევე  იცავს ადამიანის უფლებათა ცენტრი. იურდიული  ჯგუფის უფროსმა თამარ ავალიანმა ქსნის № 15 სასჯელაღსრულების დაწესებულებას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შესახებ დოკუმენტაციის მიღებით მიმართა. მსჯავრდებულს  ფეხის, ზურგის, კუჭის, ფილტვების ტკივილები აწუხებს და ასევე  ესაჭიროება  გადაუდებელი  ოპერაცია.

„როდესაც არსებობს  პატიმრის  ჯანმრთელობისთვის საფრთხის   შემცველი ფაქტორები, სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ შესაბამისი ღონისძიებები და მისცენ მას სამედიცინო მკურნალობით სარგებლობის შესაძლებლობა.  არაბული  სასწრაფო  გამოკვლევებს და ოპერაციას  საჭიროებს.  მის მიმართ  უხეშად  ირღვევა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის  უფლება, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.“- აცხადებს  თამარ  ავალიანი. 

ადამიანის უფლებათა  ცენტრმა მსჯავრდებულ არაბულის შესახებ წერილით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს  სამედიცინო დეპარტამენტს,  თუმცა  აღნიშნულზე  რეაგირება  არ  მომხადარა.

ჯანმრთელობის  მდგომარეობის  მიმართ  გულგრილ დამოკიდებულებას და არასთანადო  მკურნალობას  უჩივის ამავე  დაწესებულების მსჯავრდებული ლევან ზავრიშვილი.  მსჯავრდებულის დედის მაყვალა  ზვიადაურის გადმოცემით , მისი შვილის ჯანმთელობის  მდგომარეობა   გაურესდა 2012 წლის  2 აპრილის დაკავების  შემდგომ , როდესაც  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  მოთავსების  შემდეგ,  პოლიციის  თანამშრომლებმა ის უმოწყალოდ სცემეს.  ზვიადაურის თქმით, აღნიშნული  შემთხვევა  მიზეზი გახდა  მთელი რიგი ავადმყოფობისა. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატის ნინო ანდრიაშვილის განცხადებით, რომელიც ამავე დროს, ზავრიშვილის უფლებებს იცავს, მსჯავრდებულის ჯანმთელობის  მდგომარეობა  მძიმეა:

„ მას აქვს  თავის გაუსაძლისი  ტკივილები, დაფიქსირდა  გონების დაკარგვის  უეცარი ფაქტები. მიუხედავად  ამისა , არ  გატარებულა კონკრეტული ზომები და  ის  კვლავ სამედიცინო მკურნალობის გარეშე რჩება. ადამიანის  უფლებათა  ცენტრმა სათანადო სამედიცინო მომსახაურების  მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასჯელაღსრულების , პრობაციის  და  იურდიული დახამრების სამინისტროს მიმართა, თუმცა  რეაგირება  ჯერჯერობით  არ  მომხდარა“.

პატიმრობის  კოდექსის   მე-14 მუხლის თანახმად,  “ მსჯავრდებულს უფლება  აქვს ისარგებლოს სათანადო სამედიცინო  მომსახურებით“,  ხოლო ამავე  კოდექსის 24-ე მუხლი  განსაზღვრავს , რომ  “ ბრალდებულისთვის/ მსჯავრდებულისთვის  საჭიროების შემთხვევაში ხელმისწავდომი  უნდა იყოს  პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები“. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC