08:53, Wednesday, 22.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველის წინადადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს

03.10.2013

 

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება სიღნაღის რაიონული მოსამართლის შორენა ყაველაშვილის წინააღმდეგ და განახორციელოს კანონშესაბამისი რეაგირება. 
  
სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ივანე პ.-ს განცხადებები. განცხადებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა შესაძლოა დაარღვია „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი, ანუ არაჯეროვნად შეასრულა მოსამართლის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა. 
  
სახალხო დამცველისადმი წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ბრალდებულ ივანე პ.-ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა 2013 წლის 16 იანვარს, 13.00 საათზე, ხოლო მის მიმართ სამ ტომად არსებული სისხლის სამართლის საქმე სიღნაღის რაიონული პროკურატურიდან სასამართლოში მხოლოდ 11 იანვარს 16.00 საათზე შევიდა. 
  
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, „წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ.“ ხოლო „დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა და პატიმრობის ვადებისა, რომლებიც გამოითვლება წუთებით.“ „დღე-ღამეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო დღე-ღამის 24 საათზე.“ 
  
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადა გულისხმობს სრულ 5 დღიან ვადას. შესაბამისად, 2013 წლის 16 იანვარს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომამდე, მხარეებს 5 ხუთი დღით ადრე, ანუ 2013 წლის 10 იანვარს 24:00 საათამდე უნდა გადაეცათ ერთმანეთისთვის და სასამართლოსთვის იმ მომენტისთვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებდნენ. 

ივანე პ.-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, იშუამდგომლა ყველა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, ვინაიდან მტკიცებულებები გადაეცათ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. 
  
სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, შორენა ყაველაშვილმა, განიხილა ბრალდებულ ივანე პ.-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების შუამდგომლობა მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ და განმარტა, რომ დაცვის მხარის „შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს გადასცა შესაძლო მტკიცებულებები და სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა.“ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადვოკატის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. 
  
მოგეხსენებათ, ქართველი კანონმდებელი მოცემულ ვადას ადგენს პირველ რიგში ბრალდებულისთვის ეფექტიანი დაცვის უფლების გარანტირების მიზნით, ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპზე დამყარებული სასამართლო პროცესის უზრუნველყოფისთვის. ხუთდღიანი ვადის დაცვა წარმოადგენს იმპერატიულ დანაწესს და შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნას. ამრიგად, ბრალდების მხრიდან ამ ვადის დარღვევა წარმოადგენდა კანონმდებლის ნების უგულებელყოფას. შესაბამისად, წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის საკითხის განხილვისას, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა და ნათლად დაეფიქსირებინა დაცვის მხარის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის საფუძველი.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC