კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორი წევრის გადადგომის შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უმოქმედო გახდა

11 ოქტომბერი, 2013
 
სივილ ჯორჯია

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სადაც მთელ რიგ წინააღმდეგობებს ჰქონდა ადგილი, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭოს ცხრა მოქმედი წევრიდან ორმა თანმდებობები დატოვა, რის შედეგადაც საბჭო ფაქტიურად უფუნქციო გახდა.

დარჩენილი შვიდი წევრით სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილების მიღების უუნარო გახდა, რადგან ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად სხდომას რვა წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს.

სამეურვეო საბჭოს თვამჯდომარემ ემზარ გოგუაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ორმა წევრმა საბჭო ზეწოლის შედეგად დატოვა; მისი თქმით, ხელისუფლებას საბჭოს უფუნქციოდ დატოვება იმის გამო სურდა, რომ მას ვეღარ აერჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი. სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი სექტემბრის დასაწყისში დაითხოვა თანამდებობიდან და ეს მის მიმართ ბოლო ექვს თვეში უკვე მეორედ გააკეთა.

სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ნინო დანელიამ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა პირებმა, რომელთა დასახელებისაგან თავი შეიკავა, ურჩიეს, რომ გადამდგარიყო, თუმცა მან ეს არ გააკეთა.

მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რომელიც ივლისში შევიდა ძალაში, ამჟამინდელი სამეურვეო საბჭო 2014 წლიდან შეწყვეტს ფუნქციონირებას და ამის შემდეგ ახალი შემადგენლობა აირჩევა დაკომპლექტების ახალი წესების საფუძველზე; ამასთან, 2014 წლის პირველ იანვრამდე თუ რომელიმე წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, მისი თანამდებობა ვაკანტური უნდა დარჩეს,  კანონში შეტანილი გარდამავალი დებულებების თანახმად.

ახალი ამბები